სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 13 12 21

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 13-15 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.16 დეკემბერს ქარი ჩადგება. 17-დან კი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოიღრუბლება ტემპერატურა დაიკლებს, დაბლობებში იწვიმებს, ხოლო მთასა და მაღალ მთაში გათოვდება,ზოგან ძლიერად.ფოთში 14 დეკემბერს ძირითადად ცვალებადი ღრუბლიანობაა მოსალოდნელი, უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14+16 გრადუსი,ხოლო ღამით , +8 +10 გრადუსი იქნება. 15 დეკემბერს დღისითა და ღამით უმეტესად მოღრუბლული ამინდი გველოდება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 +17, ხოლო ღამით +10 +12 გრადუსი იქნება.

მსგავსი სტატიები