სიახლე 

ღია გაკვეთილი ფოთის მე-5 სკოლაში 29 05 18

დღეს ფოთის მე-5 საჯარო სკოლაში პედაგოგმა ლუიზა ჩხეტიამ  მე-6 კლასის მოსწავლეებთან ერთად ღია გაკვეთილი თემაზე არა ნარკომანიას არა თამბაქოს და არა ალკოჰოლს წარმოადგინა მოსწავლეებმა მათ ისაუბრეს თუ რამდენად მავნებელია  ორგანიზმისთვის თამბაქო ნარკოტიკი და ალკოჰოლი. შედგა მათ მიერ ამ თემაზე მომზადებული ფილმების ჩვენება.

იხილე მეტი
სიახლე 

კონფერენცია ახალი საქართველოს უნივერსიტეტში 26 05 18

2018 წლის 26 მაისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია თემაზე – „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და მისი სააზროვნო ჰორიზონტები – ფილოსოფია და პოლიტიკა“. კონფერენცია ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს. კონფერენცია გახსნა და შესავალი სიტყვით აუდიტორიას მიმართა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მე-3 სკოლის ღონისძიება 28 05 18

ფოთის მესამე საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მასში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მხატვრული კომპოზიციები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. იგი პედაგოგ ნინო მეფარიშვილის ორგანიზებით მოეწყო.

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ ვებრძოლოთ ფაროსანას თხილის ბიოლოგიურ მეურნეობებში 28 05 18

ჩვეულებრივი თხილისპლანტაციებისგან განსხვავებით, სადაც ქიმიური პესტიციდების გამოყენება ნებადართულია, სხვა მიდგომაა ბიომეურნეობებში, როგორც ლაშა ჭანტურია ამბობს, მოსავლისხარისხის გასაზრდელად და აზიურფაროსანასთან საბრძოლველად ბიოპრეპარატების შემუშავებასა და გამოცდებზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ცდები ორ უცხოურ და ერთ ქართულ პრეპარატზე მიმდინარეობს. ჭანტუარაია დადებითად აფასებს სახელმწიფოს მხრიდან დაწყებულ წამლობას, თუმცა აქვე განმარტავს, რომ დასავლეთ საქართველოში თხილნარი ძირითადად რთულად მისადგომ რელიეფზეა გაშენებული. ასეთ შემთხვევებში თხილის მწარმოებელი ბიომეურნეები მავნებელთან ბრძოლას „მოიზიდე და მოკალი“ სისტემებით აპირბენ. ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანას კოორდინატორის თქმი 2017 წელი თხილისმწარმოებლებისთვის სხვადასხვა მიზეზების გამო რთული იყო. სპეციალისტი წლევანდელ წელს ბევრად უკეთეს შედეგს ელოდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 26 მაისის აღსანიშნავად ემზადებიან 25 05 18

ფოთი, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად ემზადება. 26 მაისს ქალაქში გრანდიოზული ღონისძიებები გაიმართება, დილიდან ცენტრალური პარკის და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზები გადაიკეტება. მოეწყობა სამხედრო ტექნიკის გამოფენა, საბავშვო გასართობი აქტივობები, ღია კინოთეატრიში ანიმაციური და ქართული მხატვრული ფილმების ჩვენება,მსურველებს საშუალება ექნებათ, სპეციალური სათვალეებით საქართველოს დაცულ ტერიტორიებში იმოგზაურონ. ჰიდროგრაფიულ სამსახურში მარინისტების და სანავიგაციო რუკების გამოფენები გაიმართება. საღამოს, 17 საათსა და 10 წუთზე, სწორედ იმ დროს როდესაც პირველად წაიკითხეს საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლკის აქტი, მთელი საქართველოს მასშტაბით შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი სახალხო ზეიმი გალა-კონცერტით დასრულდება, მაყურებლის წინაშე ჯგუფი „რეზო…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მე-3 სკოლის V კლასის ღონისძიება 24 05 18

ფოთის მესამე საჯარო სკოლაში მე-5 ბე კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს, რომელიც 26 მაისს მიეძღვნა. იგი კლასის დამრიგებლის, ნინო კაკულიას ორგანიზებითა და ძალისხმევით შედგა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მუსიკალური და ქორწოგრაფიული ნომრები, მხატვრული კომპოზიციები

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ ებრძვიან ფაროსანას სამეგრელოში 25 05 18

სამეგრელოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიური წამლობა ორ კვირაზე მეტია მიდინარეობს. ტემპერატურის მატებასთან ერთად, მავნებელი საკარმიდამო ნაკვეთებში, ბაღებში, ბოსტნებსა და პლანტაციებში ინაცვლებს. რა მდგომარეობაა ხობის მუნიციპალიტეტში ამ მხრივ და რა ინფორმაცია აქვს ადგილობრივ მოსახლეობას მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლველად. ახალსოფლის მკვიდრი გვიყვება, რომ წინა წელთან შედარებით მათ სოფელში მცირე რაოდენობის ფაროსანაა, თუმცა ფიქრობენ რომ ზაფხულში მათი რაოდენობა მოიმატებს.ადგილობრივები ამბობენ, რომ 2017 წელს მიყენებული ზარალის შემდეგ, მოსახლეობა ბაღლინჯოს წინააღმდეგ საბრძოლველად უფრო ინფორმირებულია და საკუთარი პასუხისმგებლობაც გაცნობიერებული აქვთ.  

იხილე მეტი
სიახლე 

საატესტატო გამოცდები ფოთშიც დასრულდა 24 05 18

საჯარო და კერძო სკოლებში საატესტატო გამოცდები დასრულდა, სკოლები უკვე მეთერთმეტე კლასელების გამოცდებისთვის ემზადებიან, ამ და სხვა საკითხებზე ჩვენი გადამღები ჯგუფი ფოთის რესურსცენტრის ხელმძღვანელს, გოჩა ქორქიას ესაუბრა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთი 26 მაისის აღნიშვნისთვის ემზადება 24 05 18

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ზუსტად 100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მთავრობა მასშტაბური პროგრამის განხორციელებას როგორც დედაქალაქში ასევე საქართველოს რეგიონებში გეგმავს. ფოთის აქტიურად ემზადება ამ დღის მასშტაბურად აღსანიშნავად. ფოთში სადღესასწაულო ღონისძიებები 10 საათიდან დაიწყება და რვის ნახევარზე –გალა კონცერტით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

იხილე მეტი