სიახლე 

ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი ფოთში

ფოთის საჭადრაკო კლუბ „ნანას“ სატურნირო დარბაზში 25 მარტს დაიწყო და 30 მარტამდე გაგრძელდება სპორტის დამსახურებული მუშაკის ოთრ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ფესტივალი. 25-28 მარტს ტარდება ტურნირები 2009 და 2011 წლამდე დაბადებულ მოჭადრაკეთა შორის, რომლებიც შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართება. 29-მარტს კი სტარტს იღებს ღია პირველობა სწრაფ ჭადრაკში და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი ასაკის მოჭადრაკეს შეეძლება ოთრ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ფესტივალი წელს მე-16-დ ტარდება

იხილე მეტი
სიახლე 

ოთარ დანელია – ს განცხადება აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში

აზიური ფაროსანა არა მარტო ჩვენთან, ბევრ ქვეყანაში მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ამიტომ მის წინააღმდეგ მასშტაბური მობილიზებაა საჭირო. ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განაცხადა.

იხილე მეტი
სიახლე 

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ფოთში

ფოთის მერიის ინიციატივითა და სამედიცინო კორპორაცია „ევექსის\” ორგანიზებით, ფოთის პოლიკლინიკაში საქველმოქმედო აქცია გაიმართა. უფასო კონსულტაციები თბილისიდან მოწვეულმა წამყვანმა სპეციალისტებმა -გიორგი შიოშვილი,სერგო ფიფია, გიორგი გერლიანი და ნინო წკრიალიაშვილმა ჩაატარეს. მაღალკვალიფიციური კონსულტაცია-გამოკვლევები 200-მდე ქალბატონმა ჩაიტარა. \” ევექსის\” ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით, მსგავსი ტიპის აქციები პერიოდულად ჩატარდება

იხილე მეტი
სიახლე 

ტარიელ სუარის საქველმოქმედო კონცერტი ფოთში

კვირას, ფოთში სახელოვნებო ცენტრის დარბაზში ფონდი „ქველმოქმედი 2015-ის“ ორგანიზებით საქველმოქმედო ღონისძიება უსინათლო და სოციალურად დაუცველ ბავშვთა დასახმარებლად ჩატარდა . ღონისძიებაში მონაწილეობას ფრანკფურტის სამუსიკო აკადემიის პროფესორი, ცნობილი ქართველი მუსიკოსი ტარიელ სუარი იღებდა. კონცერტამდე სტუმარი ფოთის სახელოვნებო ცენტრთან არსებულ სამხატვრო სასწავლებელს ეწვია.ტარიელ სუარის განცხადებით ის საქველმოქმედო ფონდთან პირველად თანამშრომლობს

იხილე მეტი
სიახლე 

ფილოსოფიური ლექციები ფოთის ბიბლიოთეკაში

საბიბლიოთეკო გაერთიანების ლიტერატურული სალონ „გულის სამელნეში“, ფილოსოფიური საუბრების ციკლი გრძელდება .
ლირა კეკელიძე მსმენელებს ამჯერად ფრანგი მწერალის და ფილოსოფოსის, ნობელის პრემიის ლაურეატის ალბერ კამიუს შესახებ ესაუბრა. აბსურდი მნიშვნელოვანი ცნებაა კამიუს შემოქმედებაში. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი “სიზიფოსის მითია.” მთელ ამ ვეებერთელა თეორიულ ტრაქტატს საფუძვლად უდევს კითხვა „ღირს თუ არა ცხოვრება იმად, რომ იცხოვრო“?. სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მიიღეს დავალებად ლირა კეკელიძესგან მსმენელებმა და შემდგომ ამ და სხვა საკითხებზე დისკუსიაც გამართეს.
შემდეგი ლექცის თემა, რომელიც 30 მარტს გაიმართება იქნება ავსტრიელი ფილოსოფოსის ვიქტორ ფრანკლის ცნობილი წიგნი „უთხარით ცხოვრებას კი“

იხილე მეტი
სიახლე 

შეხვედრა “დიოსკურია“ -ს ფოთის ოფისში

24 მარტს, ასოციაცია \”დიოსკურიას\” ოფისში \”სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის უფლებების ხელშეწყობის\” პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას სმენადაქვეითებულ ბავშვთა მშობლები, სამედიცინო და სოციალური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ
ასოციაცია „დიოსკურიამ“ აღნიშნული პროექტი მცირე გრანტების კონკურსში გამარჯვების შედეგად განახორციელა და მისი მიზანი სმენადაქვეითებულ ბავშვთა უფლებების დაცვაა.

იხილე მეტი
სიახლე 

ახალგაზრდული პარლამენტი ფოთში

ფოთში პირველი საჯარო სკოლის დარბაზში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის რეგიონული შესარჩევი კონფერენცია
ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის რეგიონული კონფერენცია 26 მარტამდე კონფერენციის ფარგლებში პირველ საჯარო სკოლაში მოეწყო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ვორქშოფი. ახალგაზრდული პარლამენტის მიზანი ევროპული მმართველობის გაცნობა, ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნებისა და დებატების უნარ-ჩვევების გამომუშავებაა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ნიჩბოსნობის ფედერაციის ყრილობა გაიმართა

გუშინ ფოთში,სასტუმრო \”პარკ გრინი\”-ს საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის ყრილობა ჩატარდა. დღის წესრიგის შესაბამისად განიხილეს შემდეგი საკითხები: 2017 წლის მუშაობის შედეგები. წესდებაში ცვლილებების შეტანა და 2018 წლის სპორტული ღონისძიებების კალენდარული გეგმის დამტკიცება.

კრებაზე აღინიშნა რომ 2017 წლისთვის დაგეგმილი გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის მიხედვით გათვალისწინებული მიზნები და ამოცანები ძირითადად შესრულებულია. სწორად დაიგეგმა და შესრულდა ფინანსური ნაწილიც, რის შედეგადაც შესრულდა დასახული სავარჯიშო-სასწავლო პროცესი, შესაძლებელი გახდა შეკრებების მოწყობა და შეჯიბრებებში მონაწილეობა, შეიქმნა მატერიალურ ტექნიკური ბაზა. მოზიდულ იქნა ინვესტიციები და სპონსორული დახმარებები.
შეძენილ იქნა 5 ახალი ნავი, ითარგმნა და დაიბეჭდა შესაბამისი ლიტერატურა,ხოლო ნაკრების მწვრთნელად მოწვეულია მაღლი კლასის სპეციალისტი ევროპის სამგზის ვიცეჩემპიონი, უკრაინელი ვალენტინ კლიცკოი.
ყურადღება გამახვილდა პრობლმაზეც, რომელიც ეხება ფოთში და დაბა სიონში ფედერაციისთვის მიწის გადაცემის საკითხს, რის გარეშეც შეუძლებელია თანამედროვე ბაზების მოწყობა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთი 25 მარტს ტარიელ სუარს უმასპინძლებს

კვირას, 25 მარტს 15:00 საათზე ფოთის სახელოვნებო ცენტრის დარბაზში ფრანკფურტის სამუსიკო აკადემიის პროფესორი, ცნობილი მუსიკოსი, ტარიელ სუარი, უსინათლო და სოციალურად დაუცველი ბავშვების მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. ვირტუოზი გიტრისტის სტუმრობა ფონდი \”ქველმოქმედი 2015\”-ის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

იხილე მეტი
სიახლე 

რა ევალება ფერმერს და რა სახელმწიფოს

როგორ შევამციროთ აზიური ფაროსანას პოპულაცია, რა ხერხებით დავიყვანოთ მინიმუმამდე ბაღლინჯოსაგან მოსალოდნელი ზიანი – ლევან დავითაშვილი სახელმწიფოსა და ფერმერების შეთანხმებული ქმედებების აუცილებლობაზე საუბრობს.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ სახელმწიფო ტყის განაპირა ტერიტორიაზე მავნებლის მოსაზიდ ხაფანგებს განათავსებს, რათა მაქსიმალურად შეამციროს ტყიდან ბაღებში გადმონაცვლებული ბაღლინჯოს ოდენობა.

იხილე მეტი