სიახლე 

რა უნდა გავითვალისწინოთ აზიური ფაროსანას შეწამვლის დროს

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ხე-მცენარეების ქიმიური დამუშავება ყვავილობისას არ შეიძლება
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ საქართველოში მოსახლეობას მავნებლის საწინააღმდეგო ქიმიური პრეპარატები დაურიგდა და შესაბამისი მოხმარების წესებიცგადაეცა, ადგილობრივების ნაწილს ამ მიმართულებით კითხვები მაინც რჩებათ.
ერთ-ერთი ასეთი საკითხია – გაზაფხულზე, როდესაბ ბაღლინჯო გამოზამთრების მერე კვლავ ბაღებში ბრუნდება, როდის უნდა გამოიყენოს ფერმერმა პრეპარატი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს, მცენარეთა დაცვის დეპარტაენტის უფროსის თქმით, მაშინ როდესაც მცენარე ყვავის, უნდა მოვერიდონ ქიმიური საშუალებებით შეწამვლას, ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს როგორც მცენარეზე ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ფუტკარზე, რომელიც ყვავილის ნექტარით იკვევბება.
სააგენტოს სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ რომ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები გაზაფხულზე მცენარის აყვავებამდე ან დაყვავილების მერე განახორციელონ.
ამ საკითხზე გადაცემა „აგრო სიახლეების“ სპეციალურ დისკუსიში იმსჯელეს.
აზიური ფაროსანას შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით დაწყებულია მედია კამპანია ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პატნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. გადაცემა მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP მხარდაჭერით. წინამდებარე გადაცემა არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის შეხედულებებს“

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის “გამსვლელი პაიკი 2017-ის“ გამარჯვებულები

ფოთის საჭადრაკო კლუბში დასრულდა საქალაქო საჭადრაკო ფესტივალი \”გამსვლელი პაიკი-2017\”. ფესტივალში მონაწილეობდა 8 წლამდე ასაკის 40 ფოთელი მოჭადრაკე. ტურნირი შვეიცარიული სისტემით 7 ტურად ჩატარდა
ჭაბუკები:
I ადგილი – ალექსანდრე გარუჩავა
II ადგილი – გიორგი კვარაცხელია
III ადგილი – ლუკა წურწუმია
საუკეთესო შედეგი 7 წლის ჭაბუკთა შორის – დემეტრე კაკულია.
გოგონები:
I ადგილი – ლიზი სარიშვილი
II ადგილი – ბარბარე კულუა
III ადგილი – ნია ჭითანავა
საუკეთესო შედეგი 7 წლის გოგონათა შორის – მარიამ ვადაქარია

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მეთევზეების აქცია

ქართული სეინერების მეპატრონეებმა და მეთევზეებმა ფოთის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს.მათი განცხადებით გარემოს დაცვის სამინისტრო სეინერებზე ვიდეოთვალის დამონტაჟებას და ელექტრონული ჟურნალის შექმნას ითხოვს.მეთევზეების თქმით ახალი რეგულაციის შესრულებას ამ სეზონზე ვერ ასწრებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში “ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა დაიწყო

„ქართული ოცნების\”ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ წინასაარჩევნო პერიოდში, გაკრული სააგიტაციო მასალების ჩამოხსნის მიზნით, ქალაქში დასუფთავების აქცია გამართა.საარჩევნო პლაკატებისგან ცენტრალური უბნები დასუფთავდა.

იხილე მეტი
სიახლე 

საქველმოქმედო კონცერტი ფოთში

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების ცენტრის ინიციატივით ,ფოთის ფოლკლორის ცენტრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, შემოსული თანხა 5 წლის ლუკა ბიბილურის ჯამრთელობის გაუმჯობესებას მოხმარდება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის სასამართლომ “ევროპელების“ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

ფოთის საქალაქო სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
მოსამართლემ თეიმურაზ სიხარულიძემ 31- ე უბნის შედეგების გაბათილება,მომჩივანი მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი მასალების მიხედვით, მიზანშეწონილად არ ჩათვალა. რაც შეხება „ევროპელების“ მეორე მოთხოვნას _ საოლქო კომისის წერილის გაუქმების თაობაზე,რომლის მიხედვით „ევროპელების“ საჩივარი უსაფუძლობის გამო საოლქოში არ განიხილეს,სასამართლოს გადაწყვეტილებით აღნიშნული წერილი გაუქმებას დაექვემდებარა, რადგან საჩივარზე რეაგირება კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადების დარღვევით მოხდა

იხილე მეტი
სიახლე 

“ფაზისის“ საერო სამეცნიერო აკადემიის შეხვედრა ფოთში

დღეს „ფაზისის“ საერო სამეცნიერო აკადემიამ საზაფხულო არდადეგების შემდეგ პირველი სხდომა გამართა.შეხვედრაზე თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ვაჟა შუბითიძემ _ ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოხსენება წაიკითხა.
აღსანიშნავია რომ რამდენიმე თვის წინ ვაჟა შუბითიძემ გამოსცა წიგნი სახელწოდებით _ „ნიკო ნიკოლაძე _ კაცი სახელმწიფო“,სადაც დეტალურად არის აღწერილი ფოთში ნიკოლაძის მმართველობის ოც წლიანი პერიოდი

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას

როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას და შევამციროთ მისგან გამოწვეული ზიანი – სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ოზურგეთში თხილის მწარმოებელ ფერმერებს შეხვდნენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის,რევაზ ასათიანის თქმით, აზიურ ფაროასნასთან ბრძოლა კომპლექსური პროცესია, რომელიც აგროტექნიკური სამუშაოების დროულ ჩატარებასა და სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ ბრძოლას მოიცავს. მისი განმარტებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხი სამთავრობო უწყებშიც კოორდინირებულად განიხილება, შეფასებულია ჩატარებული ღონისძიებები და დადგენილია მომდევნო წლის სამოქმედო გეგმაც.
აზიური ფაროსანას შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით საქართველოში მედია კამპანია ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ მიმდინარეობს, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) მხარდაჭერით ახორციელებს. წინამდებარე რეპორტაჟი არ წარმოადგენს

იხილე მეტი
სიახლე 

გადააქვს თუ არა ფაროსანას მცენარეების დაავადებები

აზიური ფაროსანა და მისგან მომავალი საფრთხეები – ესაა თემა, რომელიც ქართველ ენტომოლოგებში ახლა განსაკუთრებით აქტუალურია. მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის დირექტორი კარლო კიკორია მიიჩნევს, რომ აზიური ფაროსანა, რომელსაც მჩხვლეტ-მწუწნი პირის აპარატი აქვს, მცენარეებში ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებების გადამტანია.
მის აზრს არ იზიარებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში. უწყების უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია განმარტავს, რომ მათი მხრიდან ეს კითხვა მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან დაისვა, პასუხი კი უარყოფითი იყო.
აზიურ ფაროსანას შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით საქართველოში მედია კამპანია ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ მიმდინარეობს, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პატნიორ მედიასაშუალებებთან ერთად, აშშ-ისსაერთაშორისოგანვითარებისსააგენტოს, FERRERO-სადა CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ მხარდაჭერით ახორციელებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ლეიბორისტებმა საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა დაიწყეს

ფოთში საარჩევნოდ გაკრული პლაკატების ჩამოხსნა პირველებმა „ლეიბორისტული პარტიის“ ადგილობრივი ორგანიზაციიის წარმომადგენლებმა დაიწყეს.როგორც პარტიის სიის პირველმა ნომერმა მამუკა ხორავამ განაცხადა, ქალაქის ტერირორიაზე სახვადასხვა ადგილას 3 წევრიანი ჯგუფი მუშაობს.მან პოლიტიკურ სუბიექტებს ანალოგიური ქმედებისკენ მოუწოდა.

იხილე მეტი