სიახლე 

ახალი თეატრალური სეზონი ფოთის თეატრში

ფოთის სახელმწიფო დრამატული თეატრის 135-ე თეატრალური სეზონი სპექტაკლით „ ზვავი“ გაიხსნება.რეჟისორმა გაბრიელ გოშაძემ სპექტაკლი 10 წლის წინ დადგა ,მოქმედება მაღალმთიან სოფელში ხდება სადაც ხმამაღლა საუბარი აკრძალულია

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მე-4 სკოლაში შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა

დღეს მეოთხე საჯარო სკოლაში საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა ღონისძიება „ილია ჭავჭავაძე _ უკვდავების ფენომენი“ წარმოადგინეს.ბავშვებმა ილიას ბიოგრაფიის,შემოქმედებისა და მოღვაწეობის ამსახვლი ფოტო-კადრების გამოფენა მოაწყვეს.ასევე ს მოსწავლეებმა ილიას ცნობილი ლექსები წაიკითხეს

იხილე მეტი
სიახლე 

4 ნოემბერს ფოთში “კოლხეთი-1913“ გორის “დილას“ უმასპინძლებს

4 ნოემბერს ფოთში ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის 27-ე ტურის მატჩი გაიმართება, „კოლხეთი-1913“ გორის „დილას“ ქალაქის „პარკი არენას“ სტადიონზე უმასპინძლებს, თამაში 13:00 სთ დაიწყება.

იხილე მეტი
სიახლე 

ავტოსაგზაო შემთხვევა გრიგოლეთში

გრიგოლეთში ავტოსაგზაო შემთხვევა ფატალურად დასრულდა. ერთმანეთს შკოდას მარკის ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა,
სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ ერთი დაშავებული ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, მორიგე ექიმის განცხადებით მას სხეულის ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება.

იხილე მეტი
სიახლე 

ადრეული განვითარების ცენტრი ფოთში

ადრეული განვითარების ცენტრის ინიციატივით, საბავშვო ბაღების განსაკუთრებული საჭიროების მქონე აღსაზრდელებს, ფსიქოლოგიურ პედაგოგიური გამოკვლება ჩაუტარდათ. სპეციალისტებმა მშობლებს ტესტირების შედეგი გააცნეს და შესაბამისი რეკომენდაციები გაუწიეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მე-4 სკოლაში ილია ჭავჭავაძის იუბილე აღნიშნეს

ფოთის მე-4 საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლის იუბილე და გარდაცვალებიდან 110- წელი აღნიშნეს. პროექტის ფარგლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა მხატვრული კომპოზიცია „ფერებში არეკლილი პოეზია“ წარმოადგინეს

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საოლქო კომისიის საბოლოო შედეგები

დღეს ფოთის #70 საოლქო საარჩევნო კომისიაში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაიწერა.კანონმდებლობის მიხედვით არჩევნებში გამარჯვებული ფოთის ახალი მერი, გოჩა კურდრელია უფლებამოსილებას ,საბოლოო შედეგის გამოქვეყნებიდან მე-11 დღეს შეუდგება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში წყლის მაგისტრალი დაზიანდა

სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღას“ ფარნავაზ მეფის ქუჩის მაცხოვრებლებმა მიმართეს,მათი განცხადებით აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სასმელი წყლის მაგისტრალი დაზიანდა და წყლის მიწოდება შეუწყდათ.შემთხვევის ადგილზე ჩვენმა გამოჩენამ წყალკანალის წარმომადგენლების გაღიზიანება გამოიწვია. მათ სატელევიზიო კომენტარზე კატეგორიული უარი განაცხადეს,ხოლო პირად საუბარში გვითხრეს, რომ სასმელი წყლის მიწოდება მხოლოდ ცენტრის უბანს შეუწყდა, აღდგენითი სამუშაოები კი დაახლოებით ნახევარ საათში დასრულდება.

იხილე მეტი
სიახლე 

კონკურსი “შეაგროვე და გაანადგურე აზიური ფაროსანა“ გრძელდება

გადაცემა ,,აგრო სიახლეების“ მიერ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გამოცხადებული კონკურსი აქტიურად მიმდინარეობს. გადაცემის წამყვანის გიგა აბულაძის განმარტებით, მაყურებლისგან აზიური ფაროსანასთან ბრძოლის რამდენიმე საინტერესო მეთოდი უკვე მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის გამარჯვებულები სამ კატეგორიაში გამოვლინდებიან. დაჯილდოვდება მონაწილე, რომელიც ყველაზე დიდი ოდენობის აზიურ ფაროსანას გაანადგურებს, ასევე პირი, რომელიც აზიური ფაროსანასთან ბრძოლის განსაკუთრებით საინტერესო ხერხს წარმოადგენს. საპრიზო ადგილს დაიმსახურებს სოციალურ ქსელში ყველაზე მეტი ნახვისა და გაზიარების მქონე ვიდეოც.

იხილე მეტი
სიახლე 

კოალიცა “სოციალური რეფორმებისთვის“ დღის ცენტრის პროგრამა ფოთში

ფოთში კოალიცია „სოციალური რეფორმებისათვის“უკვე მე-4 წელია ახორციელებს დღის ცენტრის პროგრამას.ბავშვები სახლებიდან დილის 10 საათზე ავტობუსით მოჰყავთ,სადაც სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ 5 საათამდე იმყოფებიან.ამ ხნის მანძილზე კი სხვადასვა შემეცნებით აქტივობებში მონაწილეობენ,როგორც კოალიციის ხელმძღვანელი თამარ ფოფხაძე ამბობს, საინტერესო სასწავლო გარემო ბავშვებს საშუალებას აძლევს თავიანთი შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოავლინონ.

იხილე მეტი