სიახლე 

ფოთში ზღვის წყლის ლაბორატორიული შემოწმება დაიწყო

დღეს ლაბორატორიული კვლევის ცენტრმა ზღვის წყლის შემოწმება დაიწყო. საანალიზო ნიმუშები მალთაყვის, კუნძულისა და გრეიფრუტის მიმდებარე ტერიტორიის სანაპიროზე იქნა აღებული.პასუხები ორ კვირაში გახდება ცნობილი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ეროვნულ პარკში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

კოლხეთის ეროვნულ პარკში პროექტის „გადავარჩინოთ ზღვის შროშანი, ყვითელი
ყაყაჩურა, ჰართვისის მუხა“ პრეზენტაცია გაიმართა.ღონისძიებას სამთავრობო სტრუქტურის,გარემოსდაცვითი სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მხატვრების გამოფენა

დღეს ფოთელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. სხვადასხვა თემატიკის ნახატები ,ფოთის სახელმწიფო თეატრის ფოიეში იყო წარმოდგენილი.

იხილე მეტი
სიახლე 

გაიხსნება თუ არა ფოთში C ჰეპატიტის სამკურნალო ცენტრი

ფოთში C ჰეპატიტით დაავადებული 400-ზე მეტი პაციენტია რეგისტრირებული. მკურნალობის ცენტრი კი არ არის გახსნილი. ამ ვირუსით დაინფიცირებულებს სხვა ქალაქებში უწევთ გამგზავრება,რაც ფინანსურ ხარჯებს უკავშირდება,მკურნალობა კი ექვს თვიანი კურსის ჩატარებას ითვალისწინებს. მათ მკურნალობის ცენტრის გახსნის თაობაზე საკრებულოს განცხადებით მიმართეს. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ინფორმაციით \”ავერსს\” ცენტრის ფოთში გახსნის თობაზე განაცხადი წარდგენილი აქვს და ამჟამად მისი განხილვა მიმდინარეობს

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის უპოვართა სასადილოში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს 05 06 17

უპოვართა სასადილოში სარემონტო სამუშაოები დაიწყო.ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს \”მშენებელი\” მაისის თვიდან ახორციელებს აღდგენით სამუშაოებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა, 16 ათას 516 ლარს შეადგენს.ფოთის უპოვართა სასადილოში 220 ბენეფიციარი იკვებება, 20 სოციალურად დაუცველს კი სადილი სახლებში ეგზავნებათ .

იხილე მეტი
სიახლე 

“მოსწავლეთა დღეები“ ფოთში

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით,ორი დღის მანძილზე \” მოსწავლეთა დღეები\” მიმდინარეობდა.საჯარო და კერძო სკოლები ერთმანეთს სხვადასხვა ნომინაციაში შეეჯიბრნენ.გამოვლინდა გამარჯვებული.კონკურსი ფოლკლორის ცენტრის დარბაზში ჩატარდა.

იხილე მეტი
სიახლე 

საჯარო ლექცია ახალი საქართველოს უნივერსიტეტში

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, გერმანელი ფილოსოფოსის ესტეტიკის შესახებ ლექცია,პროფესორმა ჰელმუტ შნაიდერმა წაიკითხა. საჯარო ლექციის დასასრულს შნაიდერის მიერ ჩატარებულ წინა სემინარების მონაწილეებს,შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.

იხილე მეტი
სიახლე 

დასუფთავების აქცია ფოთში. 5 ივნისი, 2017

ფოთში დასუფთავების აქცია ყოველ შაბათს იმართება. ფოთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ქალაქის შემოსასვლელ გზებს, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ასუფთავებენ.აქციის მიზანია ამ კუთხით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

იხილე მეტი
სიახლე 

“მაკლინ სტუდიო“-ს ოფისის პრეზენტაცია ფოთში

პირველ ივნისს ,,მაკლინ სტუდიო“-ს ოფისის პრეზენტაცია გაიმართა.განახლებული ინტერიერით, ახალი დეკორითა და აქსესუარებით მაკლინ სტუდიო დაინრესებულ პირებს საბავშვო, საოჯახო და სადღესასწაულო ფოტოსეიებს სთავაზობს. ოფისი თამარ მეფის 30 ნომერში აღმაშენებლის გადაკვეთასთან მდებარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში პირველობა მინი კალათბურთში გაიმართა

ფოთის პირველობა მინი კალათბურთში ვაჟთა შორის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლისა და გოგონათა შორის მეორე საჯარო სკოლელების გამარჯვებით დასრულდა.
შეჯიბრი ახალგაზრდული ფესტივალი 2017 ,,სპორტი ბარიერის გარეშე“-პროგრამის ფარგლებში გაიმართა გამარჯვებული გუნდები რეგიონალურ პირველობაში მიიღეებენ მონაწილეობას რომელიც ივნისის ბოლოს ჩატარდება

იხილე მეტი