სიახლე 

ფოთში ზღვამ უცნობი მამაკაცის გვამი გამორიყა

ფოთში ზღვამ უცნობი მამაკაცის გვამი გამორიყა. იგი „გრეიფუტის“ ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი. გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია, მისი იდენტიფიცირება შეუძლებელი აღმოჩნდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით იგი თურქეთის მოქალაქეა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. გვამი ექსპერტიზაზე გადაასვენეს, სადაც მისი ვინაობა დადგინდება.

იხილე მეტი
სიახლე 

„ფოთელების დიდი რინგი\\

ზურაბ სარსანიას სახელობის მოკრივეთა კლუბის ინიციატივით ახალ საერთაშორისო ტურნირს ჩაეყარა საფუძველი. ,,ფოთელების დიდი რინგში“ წელს მხოლოდ ქართველი სპორტსმენები მონაწილეობდნენ,თუმცა ორგანიზატორები სამომავლოდ მისი მასშტაბების გაზრდას გეგმავენ.

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ აღნიშნეს ფოთში სახალხო დღესასწაული “ფაზისობა“

14 ნოემბერს ქალაქმა სახალხო დღესასწაული აღნიშნა. კულტურული და სპორტული ღონისძიებებით დატვირთული დღე. რამდენი დაიხარჯა წელს „ფაზისობისთვის“.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთმა შაშში ტურნირს უმასპინძლა

ორი დღის მანძილზე ფოთი შაშში ავნერ ფეიდერის სახელობის ტურნირს მასპინძლობდა. შეჯიბრში პროფესიონალ სპორტსმენებთან ერთად საჯარო სკოლების მოსწავლეებიც ასპარეზობდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

მოსახლეობა “ფაზისობის“ ჩატარებას მიესალმება

ქალაქი „ფაზისობის“ დღესასწაულისთვის ემზადება. რა მოლოდინი აქვს მოსახლეობას და თვლიან თუ არა რომ სახალხო ზეიმი უნდა აღინიშნოს. „კურსორის“ გამოკითხვა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელების აზრი ჩინოვნიკების პრემირებაზე

პარლამენტმა, დღეს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც მაღალი რანგის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ პრემიის აღების შეზღუდვას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, 2017 წლის 1-ელ იანვრამდე (\”საჯარო სამსახურის შესახებ\” ახალი კანონის ძალაში შესვლამდე), პრემიის მიღების უფლება ჯამში სულ 746 თანამდებობის პირს შეუჩერდება. მათ შორის არიან: საქართველოს პარლამენტის წევრები, მინისტრები და მისი მოადგილეები; ასევე საკრებულოს თავმჯდომარეები, მერები და გემგებლები. ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით უმრავლესობაში აზრები გაყოფილია. უნდა იყოს თუ არა პრემიის აღების უფლება კანონით შეზღუდული და ამ თვალსაზრისით, საკმარისია თუ არა თვითშეზღუდვა და პოლიტიკური ნების არსებობა, ამ კითხვით დღეს ჩვენ ადგილობრივ მცხოვრებლებს მივმართეთ. ხალხის აზრი ,,კურსორში“.

იხილე მეტი