სიახლე 

ხვალ 30 ოქტომბერს ფოთი ქალაქის მერს აირჩევს 29 10 21

ხვალ 30 ოქტომბერს ფოთი ქალაქის მერს აირჩევს.  ერთი დღე არჩევნების მე-2 ტურამდე – რამდენად მზად არის საარჩევნო უბნები არჩევნების უსაფრთხო და გამჭირვალე  გარემოში ჩასატარებლად,აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის №70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს სალომე როდონაიას ვესაუბრეთ, მისი განცხადებით კენჭისყრისთვის ყველა უბანი მზად არის და  ამ დროისთვის საარჩევნო ინვენტარისა და ბიულეტინების გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს.ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამბობენ იმასაც, რომ მათ გაითვალისწინეს ყველა ის ხარვეზი და გამოწვევა, რაც 2 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლინდა. თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტური ხვალ, საქართველოს ხუთივე თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში ტარდება. ამჟამად კენჭისყრაში მხოლოდ 2-2 კანდიდატი მონაწილეობს…

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის„ სტუმარია ბორის ყურუა 29 10 21

დღევანდელი ,,კურსორი’’-ს ჩართვის სტუმარია, ,,გირჩი-მეტი თავისუფლებისა’’ და გაერთიანებული ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატი, თბილისში, საბურთალოს უბანზე,ფოთელი ბორის ყურუა,ის ერთადერთი ოპოზიციონერი მაჟორიტარი კანდიდატია,რომელიც მე-2-ე ტურში გადავიდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 29 10 21

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით : 1 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა +17, +22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 30 ოქტომბერს  საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. ტემპერატურა +9, +14 გრადუსი იქნება. დანარჩენ დღეებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს. 1 ნოემბრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ფოთში 30 ოქტომბერს ჰაერის ტემპერატურა დღისით: 15 ° 17 ° ; ღამით: 8 ° 10 °ძირითადად უნალექო დღე გველოდება 31 ჰაერის ტემპერატურა დღისით: 16 ° 18 ° ; ღამით: 10 °…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 54 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 29 10 21

საქართველოში, ბოლო 24 საათში  კორონავირუსის 3 965 ახალი შემთხვევა დადასტურდა,4 627 ადამიანი გამოჯანმრთელდა 43 ადამიანი გარდაიცვალა, დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,17%-ია ბოლო კვირის მონაცემით, სკოლებში COVID-19-ის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ შემცირებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0.9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით ნაკლებია. როდის უნდა ველოდოთ საქართველოში კორონავირუსის მე-5 ტალღის პიკს – მდგომარეობა საგანგაშოა, თუ ინფიცირების მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდება, ნოემბერში კლინიკები პაციენტებს ვეღარ მიიღებენ, ამას სპეციალისტები პროგნოზირებენ და მოსახლეობას ისევ ვაქცინაციის აუცილებლობაში არწმუნებენ. “ციფრები ვერ განულდება და მუდმივად იარსებებს ეს ინფექცია, აქ საუბარია იმაზე, რომ ამ ინფექციას არ…

იხილე მეტი
სიახლე 

ეიპიემ ტერმინალს ფოთი უერთდება საერთაშორისო გარემოსდაცვით კვირეულს 29 10 21

ეიპიემ ტერმინალს ფოთი უერთდება საერთაშორისო გარემოსდაცვით კვირეულს “GoGreen” თემატიკით ,,იმოქმედე კლიმატისთვის, გააუმჯობესე მსოფლიოს მდგომარეობა.“ კვირეულის ფარგლებში შეხვედრა სემინარები სატვირთო ავტომობილების მძღოლებთან გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით ჩატარდა. კვირეულის ფარგლებში მოეწყო დასუფთავების აქცია მალთაყვის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კომპანიის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა სანაპირო ზოლი ნარჩენებისგან გაწმინდეს. კამპანიის ფარგლებში ეიპიემ ტერმინალს ფოთმა გამოაცხადა პოსტერების კონკურსი ფოთის სკოლის მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვისა და კლიმატის ცვლილების თემაზე. დაინტერესებულ პირებს ნამუშევრების გაგზავნა 5 ნოემბრამდე შეუძლიათ.

იხილე მეტი

,,კურსორი’’-ს სტუმარია ფოთის მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე 28 10 21

დღევანდელი ,,კურსორი’’-ს სტუმარია : ,, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო’’-ს ფოთის მერობის კანდიდატი, ბექა ვაჭარაძე, რომელიც  წინასაარჩევნო პროგრამაზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

იხილე მეტი
სიახლე 

,,კურსორი’’-ს სტუმარია მურმან მალანია 28 10 21

დასრულდა კვიპროსში მიმდინარე საერთაშორისო რეგატა , საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა, ფოთელმა ნიჩბოსნებმა  კანოეს სხვადასხვა სახეობაში პირველი ადგილი დაიკავეს და ოქროს მედლები მოიპოვეს.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ,,კურსორი’’-ს სტუმარია პირველი ადგილის მფლობელი მურმან მალანია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 28 10 21

საქართველოში კორონავირუსის 1 502 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 45 ადამიანი გარდაიცვალა.  27 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი  8.69%-ია. გართულებული ეპიდვითარებისა და კოვიდკლინიკებში გახშირებული მიმართვიანობის ფონზე, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი კვლავ საგანგაშოდ დაბალია. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოს, მინიმუმ, 7-8 თვე დასჭირდება, რომ ეროვნული გეგმით გათვალისწინებული მოზრდილი მოსახლეობის 60%-ზე მეტი აიცრას.,მისივე თქმით, ჯანდაცვის სექტორში ვაქცინაციის მარათონს იმედით უყურებენ, რადგან რეგიონების მოსახლეობას პროფესიონალები დაწვრილებით ინფორმაციას აწვდიან ვაქცინაციის მნიშვნელობაზე.  როგორი იქნება კოვიდის მეხუთე ტალღის პიკი, რას უნდა ველოდოთ ნოემბერ-დეკემბერში – სპეციალისტების შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ ვირუსი ბოლო პერიოდის მსგავსი ტემპით…

იხილე მეტი