ქართულმა ოცნებამ, წინასაარჩევნოდ, თბილისში შემაჯამებელი აქცია გამართა 27 10 21

დღეს თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება – ღირსებისა და თავისუფლებისათვის საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.შეკრებაში მონაწილეობის მისაღებად მმართველი პარტიის მხარდამჭერები მთელი საქართველოდან ჩავიდნენ.,,ყველამ იცოდეს და კარგად გაიგოს, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული და სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც კანონის უზენაესობა უმთავრესია და მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე, სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.„დღეს, ჩვენ აქ შეკრებით მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ ქართველი ხალხის არჩევანი, თქვენი ძალა, რომელიც დაამარცხებს ნებისმიერ ბოროტებას, დაასრულებს დესტაბილიზაციას, ბოროტი ძალების რევანშს და ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერმა…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრსა და ანტალიის თეატრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება 27 10 21

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რამაზ იოსელიანი და თურქეთის სახელმწიფო თეატრების გენერალური დირექტორის თანაშემწე, ემრე ბაშერი საქმიანი ვიზიტით ანტალიის სახელმწიფო თეატრს ეწვივნენ, სადაც აზერბაიჯანელმა რეჟისორმა, ირადა გაზელოვამ სპექტაკლი ,,ვიზიტორი“ დადგა. თუნჯერ ჯუჯენოღლუს ამავე პიესაზე მუშაობა ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყო,  სწორედ ამ სპექტაკლზე მუშაობა გახდა ორ თეატრს შორის კულტურული თანამშრომლობის საფუძველი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს რამაზ იოსელიანს ვესაუბრეთ მისი განცხადებით სპექტაკლი ,,ვიზიტორი“ ორი სახელმწიფოს დრამატულ თეატრებში იდგმება ერთი რეჟისორის მიერ. სწორედ ამის შედეგი იქნება ის, რომ…

იხილე მეტი
სიახლე 

უკრაინა სკვითური ოქროს არტეფაქტებს იბრუნებს – სტუდია ვაშინგტონი

უარი კრემლს, თანხმობა კიევს – უკრაინა სკვითური ოქროს არტეფაქტებს იბრუნებს; დენიელ ფრიდი: ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება არის პრეცედენტი, რომელიც ადვილად არ უნდა იქნას დაშვებული; მსოფლიოში პირველი საფოსტო მარკა აუქციონზე გადის – ამ და სხვა თემებზე ვსაუბრობთ გადაცემაში “სტუდია ვაშინგტონი”

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 27 10 21

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 377 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 42 გარდაიცვალა . 26 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.12%, დამძიმებული ეპიდვითარების ფონზე მედიკოსთა რეკომენდაციები უფრო კატეგორიული ხდება. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას რეგულაციების მაქსიმალურად დაცვისა და აცრისკენ მოუწოდებენ. სავარაუდოდ ნოემბერი ჰოსპიტალური სექტორისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდება. ექიმები დაინფიცირებულთა რაოდენობის გასამმაგებას და შესაბამისად გარდაცვლილთა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავენ. “ამ პერიოდისათვის ჩვენ არ უნდა გვქონდეს ასეთი დრამატული სიტუაცია. ეს პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია ვაქცინირებულ ადამიანებთან და კიდევ უფრო დამძიმდება სიტუაცია’’განაცხადა მარინა ენდელაძემ. აცრა უკვდავების წყარო არ არის, ვირუსი შეიძლება დაგემართოს, მაგრამ მთავარია ვინ იღუპება –…

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სტუმარია ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა 27 10 21

,,კურსორის” სტუმარია: ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და გაერთიანებული ოპოზიციის, ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა,რომელიც წინასაარჩევნო პროგრამაზე და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

შეზღუდული შესაძლებლობების პირთა შორის,ფოთის პირველობა ჩატარდა 26 10 21

24 ოქტომბერს , ქალაქ ფოთის პირველობა შეზღუდული შესაძლებლობების პირთა შორის მაგიდის ჩოგბურთში, მკლავჭიდში, შაშში და ნარდში ჩატარდა.აღნიშნული ტურნირი შშმ პირთა საზოგადოებაში ადაპტირებას ემსახურება.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის,განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ზურაბ ტიბუამ,სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებულ შშმ პირებს, გამარჯვება მიულოცა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა – შშმ პირთა მონაწილეობით,საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბება იგეგმება. გამარჯვებულები და საპრიზო ადგილებზე გასული პარაოლიმპიელები, დიპლომებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 2022 წლიდან ნიჩბოსნობისა და კანოეს ისტორიული ბაზა აღდგება 26 10 21

ფოთში 2022 წლიდან ნიჩბოსნობისა და კანოეს ისტორიული ბაზა აღდგება .სპორტულ ფედერაციებთან სამუშაო შეხვედრების ფარგლებში გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ინფრასტრუქტურის სერიოზული დეფიციტია, ზოგიერთ შემთხვევაში კი სპორტული ბაზის პრაქტიკულად არარსებობა. ასეთ ფედერაციებს განეკუთვნება, , აკადემიური ნიჩბოსნობა და კანოე, სპორტის ოლიმპიური სახეობები, რომლებიც ნორმალური სავარჯიშო და საშეჯიბრო პროცესის წარმართვას ძნელად ახერხებენ. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ნიჩბოსნობისა და კანოეს ფედერაციების პრობლემები უსიამოვნოა,რადგან საქართველოს სპორტის ამ სახეობებში დიდი ტრადიციები ჰქონდა,ამასთან ფოთში მდებარე მალთაყვის ბაზაზე, მოსამზადებლად და შეჯიბრებებისთვის ქართველ სპორტსმენებთან ერთად , არაერთი ქვეყნის სპორტსმენები ჩამოდიოდნენ.აღსანიშნავია,რომ მომავალი საბიუჯეტო წლიდან, სამინისტროსა…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 26 10 21

საქართველოში კორონავირუსის 4 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 43 ადამიანი ემსხვერპლაეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში დღითიდღე მძიმდება და სპეციალისტები ინფიცირების მაჩვენებლის კიდევ მეტ ზრდას პროგნოზირებენ. COVID-19-თან ერთად საქართველოში ახლა სეზონური გრიპის ვირუსიც ცირკულირებს, რაც მდგომარეობას უფრო ართულებს.ექიმები კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ პანდემიისა და ახლა უკვე “ტვინდემიის” სამართავად საქართველოს მხოლოდ რეგულაციების მკაცრი დაცვა და იმუნიზაციის გაფართოება დაეხმარება.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, რუსეთში გავრცელებული ახალ საშიშ შტამი – AY.4.2 ჯერჯერობით ქვეყანაში არ დაფიქსირებულა.უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან სოციალური დისტანცია, ატარონ პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში და…

იხილე მეტი