სიახლე 

ფოთში 2022 წლიდან ნიჩბოსნობისა და კანოეს ისტორიული ბაზა აღდგება 26 10 21

ფოთში 2022 წლიდან ნიჩბოსნობისა და კანოეს ისტორიული ბაზა აღდგება .სპორტულ ფედერაციებთან სამუშაო შეხვედრების ფარგლებში გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ინფრასტრუქტურის სერიოზული დეფიციტია, ზოგიერთ შემთხვევაში კი სპორტული ბაზის პრაქტიკულად არარსებობა. ასეთ ფედერაციებს განეკუთვნება, , აკადემიური ნიჩბოსნობა და კანოე, სპორტის ოლიმპიური სახეობები, რომლებიც ნორმალური სავარჯიშო და საშეჯიბრო პროცესის წარმართვას ძნელად ახერხებენ. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ნიჩბოსნობისა და კანოეს ფედერაციების პრობლემები უსიამოვნოა,რადგან საქართველოს სპორტის ამ სახეობებში დიდი ტრადიციები ჰქონდა,ამასთან ფოთში მდებარე მალთაყვის ბაზაზე, მოსამზადებლად და შეჯიბრებებისთვის ქართველ სპორტსმენებთან ერთად , არაერთი ქვეყნის სპორტსმენები ჩამოდიოდნენ.აღსანიშნავია,რომ მომავალი საბიუჯეტო წლიდან, სამინისტროსა და ფოთის მუნიციპალიტეტის ჩართულობით შემუშავდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლის შესაბამისადაც, ეტაპობრივად მოხდება მალთაყვის სანიჩბოსნო ბაზის რეაბილიტაცია.

მსგავსი სტატიები