სიახლე 

ფოთმა აკადემიურ ნიჩბოსნობაში გუნდურ პირველობას უმასპინძლა

საგაზაფხულო გუნდური პირველობა და საპრიზო ადგილზე გასული ფოთელი სპორტსმენები. ჩემპიონატს ქალაქი ორი დღის მანძილზე მასპინძლობდა.

იხილე მეტი
სიახლე 

რესპუბლიკური პარტიის ფოთის ორგანიზაციას ნუკრი თოშხუა უხელმძღვანელებს

„რესპუბლიკური პარტიის“ საქალაქო ორგანიზაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ვინ ჩაანაცვლა გაიოზ ქინქლაძე და რა გეგმები აქვს არჩეულ თავმჯდომარეს. ნახეთ ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი.

იხილე მეტი
სიახლე 

რეჟისორისა და ახალგაზრდების შეხვედრა ფოთის თეატრში

მალე ფოთის თეატრი მაყურებელს ახალ სპექტაკლს წარუდგენს. პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე დამდგმელმა რეჟისორმა ახალგაზრდების მოსაზრებები მოისმინა.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი. 20 მარტი, 2015

დღეს ფოთში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა + 8 გრადუსი დაფიქსირდა. ჰიდროგრაფიული სამსახურის ინფორმაციით ღამით მოსალოდნელია ქარი რომლის სიჩქარე წამში 10, 15 მეტრი იქნება, შენარჩუნდება ნალექიც. უამინდობას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ხვალაც.

იხილე მეტი
სიახლე 

მზის დაბნელება

დღეს, 20 მარტს დედამიწის მცხოვრებლები მზის სრული დაბნელების მოწმეები გახდნენ, რომელიც ორი საათისა და 14 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ასტრონომიული მოვლენა 7 საათსა და 41 წუთზე დაიწყო (მსოფლიო დროით) და დილის 11 საათსა და 50 წუთზე დასრულდა. ჩვენი დროით მზის დაბნელება 13 საათსა და 13 წუთზე დაიწყო, მაქსიმალურმა ფაზამ 14 საათსა და 20 წუთამდე მიაღწია და 15 საათსა და 27 წუთზე დასრულდა.

იხილე მეტი
სიახლე 

მოქალაქე ქართლოს ჯობავას ხობის ხელისუფლებას ნეპოტიზმში ადანაშაულებს

ხობში ჩატარებული საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მონაწილე კომისიას არაობიექტურობასა და ნეპოტიზმში ამხელს. რატომ თვლის ქართლოს ჯობავა, რომ მის მიმართ უკანონო გადაწყვეტილება იქნა მიიღებული და შერჩევით მიდგომას ჰქონდა ადგილი. გაგრძელდება თუ არა დავა სასამართლოში?

იხილე მეტი
სიახლე 

დაერქმევა თუ არა ფოთს ფაზისი?

გადაერქმევა თუ არა სახელი ფოთს? რატომ დადგა დღის წესრიგში ფოთს ფაზისი ეწოდოს და რას მოუტანს ეს ცვლილება ქალაქს? რას ფიქრობენ ფოთელები და როგორია მათი პოზიცია. ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ინიციატივაზე უკვე მუშაობს, სამოქმედო გეგმაც შემუშავებული აქვს, თუმცა ფინანსურ დანახარჯებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველოს პირველობა უშუში

საქართველოს პირველობა უშუში და საპრიზო ადგილზე გასული ფოთელი სპორტსმენები. დედაქალაქში გამართული ჩემპიონატის შედეგები ნახეთ ჩვენს გამოშვებაში. სიუჟეტში გამოყენებული კადრები სამოყვარულო კამერითაა გადაღებული.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ქუჩებში ძალადობის ამსახველი პლაკატები გავრცელდა 19 03 2015

ფოთის საჯარო სკოლებში განათლების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. ინსპექტირების ფარგლებში დაიკითხებიან დირექტორები, პედაგოგები და ის მოსწავლეები, რომლებიც 13 მარტს ფოთის თეატრში დოკუმენტური ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ.ფილმი, წინა ხელისუფლების ძალადობრივ ქმედებებს ასახავს, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით სხვადასხვა ქალაქებში იყო ნაჩვენები.

იხილე მეტი