,,ქართული ოცნების” ლიდერები დღეს ფოთში იმყოფებოდნენ 22 10 21

ქართული ოცნების” ლიდერები სამეგრელოში წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დღეს ფოთში იმყოფებოდნენ, ისინი ფოთის მერობის კანდიდატს ბექა ვაჭარაძეს და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრის ძირითადი მიზანი, ფოთში,თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურია.,,აქ ძალიან ცოტა დაგვაკლდა იმისთვის, რომ პირველივე ტურში დაგვემთავრებინა არჩევნები, გვყავს ძალიან ღირსეული ახალგაზრდა და ამავდროულად გამოცდილი კაცი, ბექა ვაჭარაძე, რომელიც გახდება ფოთის მერი და მოემსახურება მუნიციპალიტეტს,ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ, ცენტრალურ მთავრობასთან ერთად ფოთისა და ფოთელებისთვის, დარწმუნებული ვარ, ფოთის მოსახლეობა, აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის, ეს არჩევნები სრულად მშვიდად დაასრულოს, ბექას გამარჯვებით, იმიტომ, რომ…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 22 10 21

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 155 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 507. 21 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.32%, ბოლო პერიოდში მომატებულია ინფიცირებულთა რაოდენობა, აქ ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას მიმართა, ნუ დაუჯერებენ ყალბ ინფორმაციას ვაქცინაციასთან დაკავშირებით. “ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა, ყველანი აცრილები ვართ და რაც მთავარია, ვაქცინა იცავს სიკვდილისგან. ეს ხომ დადასტურდა. მეცნიერებას და ფაქტებს დავუჯეროთ, ნუ დავუჯერებთ ყალბ, ცრუ ინფორმაციას’’ განაცხადა პრემიერმა. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება. ქვეყანა მეხუთე ტალღის საწყისს ეტაპზეა, თუმცა…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 22 10 21

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით 25 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 25 ოქტომბერს გაწვიმდება ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში და ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე დაიკლებს, დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი. 26-27 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო, მაგრამ გრილი ამინდი.23 ოქტომბერს, ფოთში დღისით +17 ° +19 ღამით +9 ° +11 ° იქნება,დღის განმავლობაში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი.24 ოქტომბერს +16 ° +18 °,ხოლო ღამით +19 ° +21 °იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის,ღამის მეორე ნახევარში წვიმაა მოსალოდნელი.25 ოქტომბერს +13 ° +15 ° იქნება, ხოლო ღამით +10 ° +12 ° იქნება.…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 21 10 21

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 411 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 896 პაციენტი.საქართველოში კიდევ 29 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.20 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.21% ანდემია არასდროს დასრულდება თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აიცრება – ვირუსის გავრცელების მე-5 ტალღის საწყის ეტაპზე მყოფი საქართველო და ეპიდემიოლოგების შემაშფოთებელი პროგნოზები. არსებული მაჩვენებლებიდან გამომდინარე მედიკოსები თვლიან, რომ ქვეყანაში ვირუსის პიკი გაცილებით მძიმე იქნება, ვიდრე ზაფხულში იყო. განსაკუთრებით რთული ვითარებაა რეგიონებში “ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ბოლო დღეების განმავლობაში მკვეთრად გაუარესებულია. ყველანაირი მაჩვენებელი, რომელიც რეალურად პასუხისმგებელია ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, შეიძლება ითქვას კატასტროფულად არის მომატებული. თუ არ ვეცდებით…

იხილე მეტი
სიახლე 

24 ოქტომბერს,ფოთის პირველობა შშმ პირთა შორის,გაიმართება 21 10 21

ფოთის, ხელბურთის დარბაზში ,24 ოქტომბერს, ქალაქ ფოთის პირველობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შორის, მაგიდის ჩოგბურთში, მკლავჭიდში ნარდში და შაშში ჩატარდება.ფოთის მუნიციპალიტეტის, მერიის, განათლების ძეგლთა დაცვის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსსის ზურაბ ტიბუას განცხადებით, აღნიშნული ტირნირი მიზნად შშმ პირების სპორტულ ცხოვრებაში აქტიურ ჩართვას ისახავს. აღსანიშნავია რომ ტურნირში 34 ადამიანი მონაწილეობს. გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები, მედლებით თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მოკრივე გიორგი საჯაია,ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება 21 10 21

ფოთის, ლედორ თავაძის სახელობის კრივის სკოლის მოსწავლე, გიორგი საჯაია ევროპის პირველობაზე , მონტენეგროში, ქალას ვუდბაში იმყოფება, სადაც რუსი და თურქი მოწინააღმდეგები დაამარცხა.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ გიორგი საჯაიას მწვრთნელს დავით დავთიანს ვესაუბრეთ,როგორც ის აღნიშნავს ფოთელ მოკრივეს მხოლოდ ორი ბრძოლა აშორებს ევროპის ჩემპიონობამდე. ფოთელი მოკრივის წარმატებას ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, ზურაბ ტიბუა გამოეხმაურა. მან ფოთელ მოკრივეს წარმატებები უსურვა, და აღნიშნა რომ გიორგი საჯაიასთან ერთად ჩემპიონატზე, სქართველოს დამსახურებული მწვრთნელი კრივში, გოჩა რუსია იმყოფებ

იხილე მეტი
სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 21 10 21

ალექსეი ნავალნის სახაროვის პრიზი გადაეცა. ამერიკის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ნატოს წევრ კოლეგებთან შეხვედრამდე საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში იმყოფებოდა; ალექსეი ნავალნის ევროკავშირის სახაროვის პრიზი გადაეცა

იხილე მეტი
სიახლე 

ცვლილებები 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 21 10 21

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების მსურველებს 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ მესამე სავალდებულო საგნებს შორის მეტი არჩევანის შესაძლებლობებს სთავაზობს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ საგანმანათლებლო რესურს -ცენტრის უფროსს გოჩა ქორქიას ვესაუბრეთ, როგორც ქორქია აღნიშნავს აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად , კონკრეტული პროგრამისთვის განსაზღვრული რელევანტური საგანი აირჩიონ ,რაც აბიტურიენტებს არჩევანის შესაძლებლობას გაუზრდის.აღსანიშნავია რომ მესამე სავალდებულო-არჩევით საგანს, მათემატიკას ან და ისტორიას, დაემატება საგნები ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება და სამოქალაქო განათლება. 2022 წელს დაგეგმილია სიახლე ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 20 10 21

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 219 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 348, გარდაიცვალა 42 პაციენტი. 19 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.11%დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის გაზრდის მიზნით გარკვეული პაკეტი მუშავდება.როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ აღნიშნა, თუ ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი არ გაიზარდა, ვითარება ძალიან რთული იქნება.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სადახლო-საავტომობილო“, კორონავირუსის და სხვა გადამდები დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით, საზღვრის მკვეთი პირებისთვის (COVID-19-ის საეჭვო და დადასტურებულ შემთხვევებში) მოწყობილი დროებითი განთავსების საიზოლაციო სივრცე მოეწყო.ეს პროექტი (საქართველოში საზღვრისა…

იხილე მეტი

„კურსორის“ სტუმარია ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი გოჩა ქორქია 20 10 21

კურსორის სტუმარია ფოთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი,გოჩა ქორქია,რომელიც კოვიდპანდემიის პერიოდში,სკოლის საგანმანათლებლო ცხოვრებაზე,გამოწვევებსა და სირთულეებზე გვესაუბრება.

იხილე მეტი