სიახლე 

ფოთის „კოლხეთმა“ მარტვილის „მერანი“ დაამარცხა

ფოთის „კოლხეთმა’’ დღეს ამხანაგური მატჩი მარტვილის „მერანთან“ ჩაატარა. შეხვედრა 1:0 ფოთის „კოლხეთის’’ გამარჯვებით დასრულდა. მეტოქის კარში გოლი ბექა ბეჩეხიამ გაიტანა. მორიგ ამხანაგურ შეხვედრას კი ფოთელები 25 იანვარს ბათუმის „დინამოსთან’’ ჩაატარებენ, რომელიც ქობულეთში შედგება. დღევანდელი თამაშის დეტალებზე კი ფოთის „კოლხეთის’’ მთავარი მწვრთნელი ზაზა ინაშვილი ისაუბრებს, იგი ახლა სატელეფონო ხაზზეა.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი. 23 იანვარი, 2015

დღეს ფოთში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +14 +15 გრადუსი დაფიქსირდა. ღამით კი +5 +7 გრადუსია მოსალოდნელი. დღე უნალექოდ ჩაივლის, ხვალ კი ფოთში აღმოსავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს, ქარის სიჩქარე წამში 15, 20 მეტრი იქნება, ძლიერი ქარი სამი დღე შენარჩუნდება.

იხილე მეტი
სიახლე 

უფასო სამედიცინო კონსულტაციები კარდიოლოგიური პროფილის პაციენტებისთვის

სამეგრელოს 4 ქალაქში კარდიოლოგიური პროფილის პაციენტებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩატარდება. აქცია ხვალ ფოთშიც არის დაგეგმილი. მირება დღის 12 საათიდან 17:00 საათამდე იწარმოებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ვისი საკუთრებაა „კომანჩეროს“ შენობა?

ფოთის ცენტრალურ პარკში მრავალი წელია ყოფილი „კომანჩეროს“ შენობა ნანგრევებადაა ქცეული. ვისი საკუთრებაა აღნიშნული შენობა და აპირებენ თუ არა იქ მესაკუთრეები რაიმე ობიექტის მშენებლობას, დღეს „კურსორი’’ თემის დეტალებით დაინტერესდა.

იხილე მეტი
სიახლე 

2015 წელი ცე ჰეპატიტთან ბრძოლის წელია

2015 წელი მთავრობისთვის და ჯანდაცვის სამინისტროსთვის ცე ჰეპატიტთან ბრძოლის წელი იქნება. პროექტის დაწყება წლის პირველ კვარტალში იგეგმება.

იხილე მეტი
სიახლე 

„კოლხეთი 1913“- ისა და „ზუგდიდის ’’ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა

დღეს ფოთის „კოლხეთი 1913“- ისა და ,,ზუგდიდის ’’ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ამხანაგური მატჩი გასვლითი იყო და ზუგდიდში გაიმართა. სატელეფონო ხაზზეა ფოთის კოლხეთის მთავარი მწვრთნელი ზაზა ინაშვილი.

იხილე მეტი
სიახლე 

იგეგმება თუ არა ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია?

მრავალი წელია ფოთის ცენტრალურ პარკს რეაბილიტაცია არ ჩატარებია. იქ არსებული სურათი უცვლელია. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში ჩართული შადრევანი და ახალგაზრდების სინაკლებე. დღეს პარკში არსებულ მდგომარეობაზე „კურსორი’’ მუშაობდა.

იხილე მეტი
სიახლე 

დევნილთაგანაცხადების მიღება საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე გრძელდება

მალთაყვაში, ახალი დასახლების საცხოვრებელ კორპუსებში შესახლებული დევნილების მიერ გაყიდულ ბინებში ისევ იძულებით გადაადგილებული პირები ჩასახლდებიან. ამ ეტაპზე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ფოთში მცხოვრები დევნილების განაცხადების მიღებას აწარმოებს. უწყებაში განმარტავენ, რომ ბინები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდება. თემაზე დღეს ,,კურსორი“ მუშაობდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ღვაწლმოსილი პედაგოგების გაცილების ღონისძიება

დღეს ფოთის საგანამანათლებლო რესურსცენტრში ღვაწლმოსილი პედაგოგების გაცილების ღონისძიება მოეწყო. საჯარო სკოლების ადმინისტრაციამ მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

იხილე მეტი