სიახლე 

ნიკოლოზობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება

ნიკოლოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და ფოთისა და ხობის ეპარქიის ორგანიზებით ღონისძიება ჩატარდა. იგი ფოთის თეატრში შედგა. ღონისძიებას ქალაქის ხელმძღვანელი და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

მართლმადიდებელი სამყარო 19 დეკემბერს ნიკოლოზობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდა ნიკოლოზი საქართველოს ეკლესიის მფარველად ითვლება.წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 19 დეკემბერს, მისი გარდაცვალების დღეს და 22 მაისს, როცა მისი წმინდა ნაწილები მირონიდან ბარში გადაასვენეს.

იხილე მეტი
სიახლე 

შეურთდით „მეცხრე ტალღის“ საქველმოქმედო აქციას

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. შეგროვილი საახალწლო საჩუქრები მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს გადაეცემათ.

იხილე მეტი
სიახლე 

დანელიას ქუჩის მოსახლეობის მოთხოვნები

დანელიას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. იქ მცხოვრები მოსახლეობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს დახმარებას სთხოვს. რა პრობლემის წინაშე დგანან ისინი ნახეთ ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი.

იხილე მეტი
სიახლე 

რას აპროტესტებენ მონადირეები?

ფოთელი მონადირეები იმ შეზღუდვებს აპროტესტებენ, რომელიც მათ კოლხეთის ეროვნულ პარკში ნადირობისას აქვთ. საკანონმდებლო ცვლილების მოთხოვნით დღეს მათ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მოანწილეებს ფოთის მერი და კოლხეთის ეროვნული პარკის დირექტორი შეხვდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი. 18 დეკემბერი, 2014

ახლა კი ამინდი. დღეს ფოთში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +14 გრადუსი დაფიქსირდა. ქროდა აღმოსავლეთის ქარი 7-12 მეტრი წამში. ჰიდროგრაფიული სამსახურის ინფორმაციით ხვალ ფოთში დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით + 11 +13 გრადუსი იქნება , ღამით კი მოსალოდნელია + 10 , + 12 გრადუსი. სინოპტიკოსების პროგნოზით ზეგ გამოდარებს, თუმცა ორშაბათიდან ფოთში ზღვის ღელვა მოიმატებს და ნალექია მოსალოდნელი.

იხილე მეტი
სიახლე 

„სამშვიდობო გადაძახილი აფხაზ ხალხს“

ზუგდიდის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგელები დღეს ფოთში იმყოფებოდნენ. მათ პროექტის პრეზენტაცია გამართეს.

იხილე მეტი
სიახლე 

მიიღებენ თუ არამერიის სამსახურების თანამშრომლები საახალწლო პრემიებს

ადგილობრივი მერიის სამსახურების თანამშრომლები საახალწლო პრემიებს არ მიიღებენ. საფინანსო და ეკონომიკური განვითარების სამსახურის ინფორმაციით საკრებულოს თანამშრომლებს კი იგი გადაეცემათ. დღეს თემაზე ჩვენი გადამღები ჯგუფი მუშაობდა.

იხილე მეტი