სიახლე 

ხმაური იყო ფოთის 27-ე საარჩევნო უბანზე 02 10 21

ხმაური იყო ფოთის 27-ე საარჩევნო უბანზე. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში აცხადებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ქართული ოცნების კოორდინატორსა და გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატს შორის. გაერთიანებულ ოპოზიციის კანდიდატმა ფოთის პოლიციის სამმართველოში საჩივარი ძალადობის მუხლით შეიტანა

იხილე მეტი
სიახლე 

ხმაური იყო ფოთის მე-3-ე საარჩევნო უბანთან 02 10 21

ხმაური იყო ფოთის მე-3-ე საარჩევნო უბანთან. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს. მათი თქმით „საარჩევნო უბანთან იდგა ხალხი,რომლებიც აგიტირებდნენ. ,, როგორც კი ვუთხარი დატოვეთ ადგილი, დაიწყეს ჩხუბი და შევედით მწვავე პოლემიკაში,ხელისუფლება, საზოგადიებრივ ტრანსპორტს იყენებს ყველა უბანზე და არ ერიდება არაფერს და ვინ იცის კიდევ რას აპირებს,სხვა შანსი არაფრის არა აქვს ხელისუფლებას გარდა იმისა, რომ გააყალბოს არჩევნები’’ – განაცხადა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’-ის ფოთის,საქალაქო თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ.

იხილე მეტი

ხვალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება 01 10 21

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საკუთ “ფეისბუკ” გვერდზე დაწერა და ასევე ვიდეოც გაავრცელა, რომ უკვე საქართველოში, კერძოდ კი ბათუმში იმყოფება. ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” წევრების ნაწილი ადასტურებს.სააკაშვილი მოქალაქეებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აქტიურობისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს და ის საქართველოში არ იმყოფება. აღსანიშნავია რომ შ.ს.ს. განცხადების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთ ვიდეო გამოაქვყნა, რომელშიც ის ბათუმის ქუჩებში გადაადგილდება. როგორც ჩანს, ამ დროს საქართველოში ღამის საათებია. “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არაა. მან მესამე პრეზიდენტს “კლოუნი” უწოდა და თქვა, რომ მისი…

იხილე მეტი
სიახლე 

ხვალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება 01 10 21

ხვალ 2ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. რამდენად მზად არის ფოთში საარჩევნო უბნები კოვიდ- პანდემიის ფონზე არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად , აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის №70 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს სალომე როდონაიას ვესაუბრეთ, მისი განცხადებით საარჩევნო უბნები სრულ მზადყოფნაშია იმისთვის რომ არჩევნები უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს. ამ დროისთვის საარჩევნო ინვენტარისა და ბიულეტინების გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს. ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისთვის 15 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა.ფოთის მერობისთვის გაერთიანებული ოპოზიციიდან-გიგი უგულავა, პარტია ,, საქართველოსთვის’’-დან -გიორგი აბსარიძე,ხოლო ,, ქართული ოცნება’’-დან -ბექა ვაჭარაძე იბრძოლებს –

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 01 10 21

საქართველოში კორონავირუსის 1 751 ახალი შემთხვევა გამოვლინდა„მეხუთე ტალღა“ გაცილებით მსუბუქი იქნება, თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი აიცრება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,1%-ია ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ფოთის ევექსის კლინიკაში იმყოფება – კოვიდ 24 პაციენტი ფოთის კლინიკა ბომონდში იმყოფება 27 კოვიდ პაციენტი.

იხილე მეტი
სიახლე 

„შეხვედრები ახლებურად“ – ტყიბულში გრძელდება (R) 01 10 21

„შეხვედრები ახლებურარდ“ – ტყიბულში გრძელდებალიბერთი ბანკის ახალი პროექტი ტყიბულში გრძელდება – შეხვედრაზე მისულმა ადგილობრვიბემა მწერალ დათო ტურაშვილთან და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორ გიორგი კეკელიძესთან მათთვის საინტერესო საკითხებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.„შეხვედრები ახლებურად“ მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს და ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 1 10 21

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებას “ამერიკის ხმასთან“ სენატორი რონ ჯონსონი ეხმაურება.კითხვის საპასუხოდ, სენატორი აცხადებს, რომ აშშ მხარს არ დაუჭერს საქართველოში სიტუაციის გამძაფრებას და დესტაბილიზაციას.”შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოში სიმშვიდეს და პოლიტიკურ სტაბილურობას. არ მგონია შეერთებულ შტატებში ვინმემ მხარი დაუჭიროს ნებისმიერ ისეთ მოქმედებას, რომელიც სიტუაციის გამძაფრებასა და დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად – არ აქვს მნიშვნელობა ვინ აკეთებს ამას.ჩვენ გვსურს საქართველომ საკუთარ მიზნებს მიაღწიოს. იმედი გვაქვს, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე, ყველა პარტია, ყურადღებას საერთო ინტერესებზე გაამახვილებს, რაც დასავლეთთან მეტ ინტეგრაციას, მზარდ ეკონომიკას, მშვიდობას და სტაბილურობას მოიცავს და არა – რუსეთის სასარგებლოდ…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 30 09 21

საქართველოში კორონავირუსის 1 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების მიუხედავად, დღის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევების 25% 19 წლამდე ახალგაზრდაა, 15% კი, 14 წლამდე მოზარდი. მათ გარკვეულ ნაწილს სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა ესაჭიროება. ექიმების თქმით, რისკის ქვეშ მყოფი მოზარდები აუცილებლად აცრილები უნდა იყვნენ. ამირან გამყრელიძე, სწავლის პროცესის განახლების პარალელურად, ვირუსის გავრცელების საფრთხეებს ხედავს. ის მიიჩნევს, რომ 12-15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში იმუნიზაციის პროცესის დაწყება აუცილებელია. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სექტორი მზად არის ბავშვთა იმუნიზაციის პროცესში ჩართვის გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის გარეშე მიიღონ. მოზარდების Pfizer-ით ვაქცინაცია საქართველოში, სავარაუდოდ, ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყება,…

იხილე მეტი
სიახლე 

დევნილთა, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 570 დევნილ ოჯახს დაეხმარება 30 09 21

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 570 დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის. იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ სამთვიანი ვადა მიეცათ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ფოთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დევნილთა განყოფილების უფროსს ირაკლი ლეჟავას ვესაუბეთ. აღსანიშნავია რომ სოფლად სახლის“ პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით განაცხადის შევსება დევნილ ოჯახებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ. მომდევნო 4 წლის განმავლობაში, სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში, 5000 დევნილი ოჯახი განსახლდება.

იხილე მეტი

სააკაშვილის შესაძლო დაბრუნების საკითხს პოლიტიკოსების ნაწილი სკეპტიკურად უყურებს 30 09 21

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. “ბავშვი არ დაბადებულა და სახელს არქმევდნენო – თუ ჩამოდის ეს კაცი, ჩამოვიდეს. თუ ჩამოვა – დავიჭერთ, ვინც ამას ხელს შეუშლის, იმასაც დავიჭერთ“ განაცხადა იარაკლი ღარიბაშვილმა. ევროპარლამენტარების ნაწილი, რომლებიც 2 ოქტომბრის არჩევნებს თბილისიდან დააკვირდებიან, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლას არაპოზიტიურ სიგნალად განიხილავენ. უფრო მეტიც, როგორც ჩეხი დეპუტატი მარკეტა გრეგოროვა აცხადებს, მე-3 პრეზიდენტის დაბრუნებას დიდი გართულებები მოჰყვება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირბით ჩვენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-ის ლიდერს ფოთში, დარეჯან ცხვიტარიას ვესაუბრეთ, როგორც ის აცხადებს სააკაშვილის საქართვლოში დაბრუნება აუცილებელია. აღსანიშნავია,რომ ყოფილ პრეზიდენტის ქვეყანაში შესაძლო…

იხილე მეტი