სიახლე 

ხვალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება 01 10 21

ხვალ 2ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. რამდენად მზად არის ფოთში საარჩევნო უბნები კოვიდ- პანდემიის ფონზე არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად , აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის №70 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს სალომე როდონაიას ვესაუბრეთ, მისი განცხადებით საარჩევნო უბნები სრულ მზადყოფნაშია იმისთვის რომ არჩევნები უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს. ამ დროისთვის საარჩევნო ინვენტარისა და ბიულეტინების გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს. ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისთვის 15 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა.ფოთის მერობისთვის გაერთიანებული ოპოზიციიდან-გიგი უგულავა, პარტია ,, საქართველოსთვის’’-დან -გიორგი აბსარიძე,ხოლო ,, ქართული ოცნება’’-დან -ბექა ვაჭარაძე იბრძოლებს –

მსგავსი სტატიები