არჩევნები 2021.
,,არჩევნები 2021″” გადაცემის სტუმარია : ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ფოთში,გიგი უგულავა.
იხილე მეტი,,არჩევნები 2021″” გადაცემის სტუმარია : ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ფოთში,გიგი უგულავა.
იხილე მეტიუფრო და უფრო ცოტა დრო რჩება 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვნებამდე. დღეს ფოთში პარტია ,,თავისუფალი საქართველო”-ს სიის პირველმა ნომერმა, თამარ ფაჩულიამ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. ის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე იმყოფებოდა,მოქალაქეებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მხარდაჭერისკენ მოუწოდა, მისი განცხადებით, პრობლემების აღმოსაფხვრელად ცვლილებები აუცილებელია როგორც თამარ ფაჩულია აღნიშნავს, იმისათვის რომ ქალაქის სპეციფიკური პრობლემები მოგვარდეს აუცილებელია , ფოთელებმა არჩევნებზე №37, პარტია ,,თავისუფალი საქართველო’’ შემოხაზონ.
იხილე მეტი„შეხვედრები ახლებურად“ – ლიბერთის ახალი პროექტი ლიბერთი უფროსი და ახალგაზრდა თაობის ადამიანებს განსაკუთრებულ შეხვედრებს უწყობს. „ვისთან შეხვედრას ისურვებდით?“ – ამ კითხვით ლიბერთიმ შეხვედრების მონაწილეების სურვილები შეაგროვა და უფროსი თაობისთვის საინტერესო ადამიანები მათივე პასუხების მიხედვით შეარჩია. ინტერაქციული შეხვედრები კორონავირუსის რეგულაციების სრული გათვალისწინებით ტარდება. „შეხვედრები ახლებურად“ საქართველოს სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებში სექტემბრის ბოლომდე გრძელდება. პროექტი „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ სტრატეგიის და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
იხილე მეტისაქართველოში კორონავირუსის 2 185 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით ერთობლივი კამპანია დაიწყეს, რაც აღნიშნულ პირთა ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრების მოწყობასა და მათ ვაქცინაციას ითვალისწინებს. ვაქცინაციის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში გვიმცირდება და თანდათან ვშორდებით იმ ციფრს, რაც ქვეყანას უნდა. ეს არ არის სამედიცინო სისტემის არჩევანი, რომ მინიმუმ 60% იყოს აცრილი, ეს არის ქვეყნის არჩევანი, რათა პანდემია დასრულდეს, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. ნორმალურ ცხოვრებას ერთი წლის განმავლობაში დავუბრუნდებით, – განაცხადა ფარმაცევტული კომპანია…
იხილე მეტი25 სექტემბერს ფოთის, ,,ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში’’ ახალი სეზონის პირველი პრემიერა შედგა. თეატრი მაყურებლის წინაშე მარტინ მაკდონაჰის პიესით “სილამაზის დედოფალი”-თ წარსდგა. ,,თეატრში კიდევ რამდენიმე პრემიერა გაიმართება, რომლებიც უკვე მზად არის და ვფიქრობ, რომ წარმატებული სეზონი ელოდება თეატრს და საინტერესო სანახაობა მაყურებელს” – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში რეჟისორმა, ლაშა გოგნიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ფოთის თეატრი კვლავ აგრძელებს მაყურებლისთვის ახალი პიესების დადგმას.ხვალ, 29 სექტემბერს ფოთის თეატრში სპექტაკლი “ტკეპნა” გაიმართება.
იხილე მეტიდღეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-12 გეგმიური დასკვნითი სხდომა გაიმართა,რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი განიხილეს. კანონის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო უფლება მოსილება საკრებულოს თავმჯდომარეს ბექა ვაჭარაძეს და საკრებულოს სხვა წევრებს შეუწყდათ. ცნობილია რომ სხდომაზე ახალგაზრდობის განვითარების 2021-2024 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს,როგორც ,,ახალგაზრდული სამსახური’’-ს უფროსმა ნონა სილაგავამ აღნიშნა აღნიშნული გეგმა გამოკითხული ახალგაზრდების შედეგად , გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია,რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-12 გეგმიური დასკვნით სხდომაზე, საკრებულოს წვრებმა, გასული 4 წლის მუშაობა შეაჯამეს და ერთმანეთს წარმატებები უსურვეს. 25 სექტემბერს ფოთის, ,,ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში’’ ახალი…
იხილე მეტიე.წ. ბუსტერის ადმინისტრაციის ნებართვა საგანგებო გამოყენების ავტორიზაციის აქტის საფუძველზე გაიცა და ის მოსახლეობის განსაზღვრული ჯგუფებისთვისაა განკუთვნილი. ეს და სხვა თემები, ამერიკის ხმისა და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივ პროექტში “სტუდია ვაშინგტონი”
იხილე მეტი,,მეცხრე ტალღა” წარმოგიდგენთ 2021 წლის თვითმმართველობის,წინასაარჩევნო დებატებს.
იხილე მეტიგარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელ ამინდის პროგნოზთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, დღეს, 24 სექტემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +13, +18 გრადუსის ფარგლებში იქნება. “25-26 სექტემბერს ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს და დროგამოშვებით იწვიმებს. 27 სექტემბერს გამოიდარებს და +20, +25 გრადუსამდე დათბება. 25სექტემბერს ფოთში დღისით ცვალებადი ღრუბლიანობა, ღამით მოღრუბლული ამინდი გველოდება. უმეტესად უნალექოდ დროგამოშვებით წვიმას უნდა ველოდოთ.დღისით +17, +19 გრადუსი იქნება, ღამით +12, +14 26 სექტემბერს, ფოთში ცვალებადი ღრუბლიანობაა მოსალოდენლი ღამით უნალექოდ დროგამოშვებით წვიმას უნდა ველოდოთ შესაძლებელია ელჭექიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18,…
იხილე მეტისაქართველოში ახალი სასწავლო წელი, 15 სექტემბერს, დისტანციურ რეჟიმში განახლდა. აღსანიშნავია,რომ რეგულაცია არ შეეხო პირველკლასელებს და მათ სწავლის დაწყება,საკლასო ოთახებში შეძლეს. გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული ეპიდ ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს.. განახლდება თუ არა სასწავლო პროცესი ფოთის საჯარო და კერძო სკოლებში და რა რეგულაციების დაცვა გახდება საჭირო, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის საგანმანათლებლო რესურსს-ცენტრის უფროსს გოჩა ქორქიას ვესაუბრეთ. ის ვაქცინაციის მნიშვნელობასა და რეგულაციების დაცვაზე ამახვილებს ყურადღებას. ,,მაღალია მოლოდინი იმისა რომ სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყოს, თუმცა ამისათვის კოვიდ ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4% -ზე ნაკლები უნდა იყოს” განაცხადა ქორქიამ. ინტერვიუ აღსანისნავია,რომ ფოთში პედაგოგთა…
იხილე მეტი