სიახლე 

ფოთის ცენტრალური პარკის მიმდებარედ ოლიმპიური ხეივანი გაიხსნა 29 09 21

ფოთის ცენტრალური პარკის მიმდებარედ ოლიმპიური ხეივანი გაიხსნა. პირველი ვარსკვლავი, რომელიც ხეივანში განთავსდა ,სიდნეის ოლიმპიური თამაშების პრიზიორს ვლადიმერ ჭანტურიას ეკუთვნის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განათლების ძეგლთა დაცვის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსს ზურაბ ტიბუას ვესაუბრეთ, მისი თქმით აღნიშნულ ხეივანზე არაერთი ფოთელი გამოჩენილი სპორტსმენის ვარსკვლავის გახსნა იგეგმება. ინტერვიუ აღსანიშნავია რომ ვლადიმერ ჭანტურია ცნობილი მოკრივე, 2000 წლის სიდნეის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია. ის გახლავთ ევროპის თასის გათამაშების მეორე პრიზიორი (1998). ბულგარეთის, აზერბაიჯანისა და დაღესტნის A კლასის ტურნირებში გამარჯვებული, გამოდიოდა პროფესიულ კრივში.

მსგავსი სტატიები