სიახლე 

იუსტიციის სამინისტრომ ფოთის მერიასთან მემორანდუმი გააფორმა 22 09 21

პრობაციონერები ფოთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურში დასაქმდებიან – იუსტიციის სამინისტრომ ფოთის მერიასთან მემორანდუმი გააფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამისჯილი პირები ფოთის მერიის შესაბამის სამსახურებში, სკვერებსა და ბაღებში დასაქმდებიან. იუსტიციის სამინისტრომ არასაპატიმრო სასჯელის ეფექტიანი აღსრულების მიზნით ახალი მიდგომა დანერგა. შესაბამის მემორანდუმს ხელი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ მოაწერეს. იუსტიციის სამინისტროს ახლებური მიდგომის შედეგად, მსჯავრდებულები ერთის მხრივ საკუთარ წვლილს შეიტანენ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, ხოლო მეორეს მხრივ, საზოგადოების წინაშე მიყენებულ ზიანს აანაზღაურებენ. ,,მიმდინარე წლის ივლისში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები უკვე გაფორმდა ქუთაისის, ოზურგეთის, ბათუმის, ყვარლის,…

იხილე მეტი
სიახლე 

ძლიერი წვიმის გამო ურეკის პოლიციის სამმართველოს ეზო დაიტბორა 22 09 21

ძლიერი წვიმის გამო ურეკის პოლიციის სამმართველოს ეზო დაიტბორა. სამართალდამცავები შენობაში შესვლას ვერ ახერხებენ. ასევ დაიტბორა შენობის მიმდებარედ საცხოვრებელი სახლები. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაუზიანდათ საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი. მათ უმრავლესობას ოჯახის მცირეწლოვანი წევრების სახლიდან გაყვანა მოუწია.

იხილე მეტი
სიახლე 

ვერ ჩამოდის თუ არ უშვებენ პუტინს გაეროში? – სტუდია ვაშინგტონი

ვერ ჩამოდის თუ არ უშვებენ ვლადიმირ პუტინს გაეროში? – კრემლში დასმულ შეკითხვებს არ პასუხობენ; ამერიკის პრეზიდენტის მთავარი გზავნილები – რაზე ისაუბრა ჯო ბაიდენმა გენერალურ ასამბლეაზე; როგორ შოულობს ფულს თალიბანი? – ამ და სხვა თემებზე ვსაუბრობთ გადაცემაში სტუდია ვაშინგტონი

იხილე მეტი
სიახლე 

თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე სამხატვრო სასწავლებლის რეაბილიტაცია დასრულდა 22 09 21

ფოთში თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე სამხატვრო სასწავლებლის სრული რეაბილიტაცია მაისში დასრულდა. სასწავლებელში სწავლა 4 ოქტომბრიდან განახლდება. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების მიღება 10-12 წლიდან არის შესაძლებელი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ სამხატვრო სკოლის დირექტორის მოადგილეს, გრიგოლ ღვანიას ვესაუბრეთ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 22 09 21

საქართველოში კორონავირუსის 2 016 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებისა და სიკვდილობის კლება დაფიქსირდა. ამ ეტაპზე ჩვენ არ ვსაუბრობთ იძულებით აცრაზე, ვინაიდან დარწმუნებული ვართ, ჩვენი მოქალაქეები საკმაოდ გონიერები არიან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, 60 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობისთვის აცრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „არანაირი რისკი იმის, რომ Pfizer-ი გაფუჭდეს, არ არსებობს. Pfizer-ს ნოემბერში არ გასდის ვადა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ. აშშ-ის ადმინისტრაცია მსოფლიოს Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 500 მილიონ დოზას გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით…

იხილე მეტი
სიახლე 

პარტია „დროა“-მ ფოთში სიის პირველი ნომერი წარადგინა 21 09 21

15 სექტემბერს პარტია “დროა”-მ  ფოთში სიის პირველ ნომრად ლაშა ბერაია წარადგინა. აღსანიშნავია, რომ ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა “დროა” 2021 წლის მარტში დააფუძნა  და ის  ,,32 ‘’ ნომრით წარსდგება,  ადგილობრივი თვითმმართვლობის არჩევნებზე  “ვიქნები ყველა ფოთელის წარმომადგენელი საკრებულოში” – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში პარტია “დროა”-ს თავჯდომარემ ფოთში, ლაშა ბერაიამ. 15 სექტემბერს პარტია “დროა”-მ  ფოთში სიის პირველ ნომრად ლაშა ბერაია წარადგინა. აღსანიშნავია, რომ ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა “დროა” 2021 წლის მარტში დააფუძნა  და ის  ,,32 ‘’ ნომრით წარსდგება,  ადგილობრივი თვითმმართვლობის არჩევნებზე  “ვიქნები ყველა ფოთელის წარმომადგენელი საკრებულოში” – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში პარტია “დროა”-ს თავჯდომარემ ფოთში,…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 21 09 21

საქართველოში კორონავირუსის 2 470 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ექსპერტი მედიცინის საკითხებში, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი “ბუსტერ” დოზის საჭიროებას ადასტურებს. მისი თქმით, მრავალმა კვლევებმა და დაადგინა, რომ დაახლოებით 6 თვის შემდეგ, 60 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებს, რომელთაც გარკვეული ქრონიკული დაავადებები აქვთ, “ბუსტერ” დოზის გაკეთებას საჭიროებენ.  მედიცინის დოქტორი, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე აცხადებს, რომ საქართველოშ ბავშვთა კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატით ვაქცინაცია ეტაპობრივად უნდა დაიწყოს. მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ, თუ მოსახლეობის 60% არ აიცრება პანდემია კიდევ ერთი წელი გაგრძელდება…

იხილე მეტი

სუს-ის ფარულ ჩანაწერებს კახა კუჭავა გამოეხმაურა 21 09 21

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა მომხრეა, რომ ფარული მასალების გავრცელების საკითხზე რიგგარეშე სხდომა ჩატარდეს, თუმცა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. ამასთან, როგორც კუჭავამ აღნიშნა, შესაძლოა, ამ საკითხზე საჭირო იყოს საგამოძიებო კომისიის შექმნაც.ცნობისთვის, “ლელოს” ინიციატივაა, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა მოხდეს, სადაც სუს-ის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილს დაიბარებენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ პარტია ლელოს ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს მაია ჩხარტიშვილს ვესაუბრეთ. როგორც ის აღნიშნავს რიგგარეშე სხდომა აუცილებლად უნდა ჩატარდეს და ლილუაშვილმა კითხვებს უნდა უპასუხოს. აღნიშნულ ქმედებას კი ქართული ოცნების მიერ წითელი ხაზის გადაკვეთას უწოდებს. შეგახსენებთ რომ ანონიმურმა პირმა,რომელიც აცხადებს,რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელია, საიდუმლო…

იხილე მეტი
სიახლე 

გიგი უგულავა ფოთელ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს 21 09 21

გიგი უგულავა ფოთში აქტიურ საარჩევნო კამპანიას ატარებს. ის აიეტის უბანში მცხოვრებ ფოთელებს შეხვდა, რომლებსაც გარდა ინფრასტრუქტურული პრობლემებისა, უმუშევრობის, სიღარიბისა  და უპერსპექტივობის  მოგვარებას დაპირდა. ცენტრის უბანი, რომელშიც მომდევნო შეხვედრა შედგა, უგულავამ ფოთის მომავლის გეგმებზე ისაუბრა,, .მნიშვნელოვანია, რომ ფოთი წარმოვიდგინოთ, როგორც ცენტრი, ანაკლია, მალთაყვის ერთიანი სანაპირო ზოლის.  ფოთს აქვს სამრეწველოს გარდა , ძალიან დიდი და უნიკალური ტურისტული პოტენციალი. ეს არის ის ხედვა რომლის განხორციელების შესაძლებლობაც  დარწმუნებული ვარ ჩვენ გვექნება“ – განაცხადა გიგი უგულავამ. “ ჩვენ არჩეული მერები უნდა ვიყოთ ხალხის ხმა და ადგილებზე, დიახ გიდებადაც უნდა ვიმუშაოთ და მშენებლებადაც”- თქვა შეხვედრებზე უგულავამ.…

იხილე მეტი
სიახლე 

ბექა ვაჭარაძე,გუნდთან ერთად შეხვედრებს განაგრძობს 21 09 21

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო’’-ს ფოთის მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე გუნდთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ბექა ვაჭარაძე მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად ადგილობრივებს გუნდის ხედვებსა დ პრიორიტებს აცნობს. „ჩემთვის მნიშვნელოვანია მათი ნდობა, თანადგომა და მხარდაჭერა, რომელსაც ყოველი შეხვედრის დროს ვგრძნობ. ჩვენი საზრუნავი საერთო საქმეა – მუნიციპალიტეტის განვითარება და წარმატება. ჩემთვის  და ჩემი გუნდისთვის მნიშვნელოვანია საბინაო პრობლემების მოგვარება – დაზიანებული სახურავების აღდგენა, ფასადების, სადარბაზოების რეაბილიტაცია და ეზოების კეთილმოწყობა, რომელსაც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განვახორციელებთ. ჩვენ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ჩვენს ქალაქს მეტი კეთილდღეობა მოვუტანოთ”- განაცხადა მერობის კანდიდატმა. შეგახსენებთ,რომ 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება,რომელშიც…

იხილე მეტი