გიგი უგულავა ფოთელ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს 21 09 21
გიგი უგულავა ფოთში აქტიურ საარჩევნო კამპანიას ატარებს. ის აიეტის უბანში მცხოვრებ ფოთელებს შეხვდა, რომლებსაც გარდა ინფრასტრუქტურული პრობლემებისა, უმუშევრობის, სიღარიბისა და უპერსპექტივობის მოგვარებას დაპირდა.
ცენტრის უბანი, რომელშიც მომდევნო შეხვედრა შედგა, უგულავამ ფოთის მომავლის გეგმებზე ისაუბრა,, .მნიშვნელოვანია, რომ ფოთი წარმოვიდგინოთ, როგორც ცენტრი, ანაკლია, მალთაყვის ერთიანი სანაპირო ზოლის.
ფოთს აქვს სამრეწველოს გარდა , ძალიან დიდი და უნიკალური ტურისტული პოტენციალი. ეს არის ის ხედვა რომლის განხორციელების შესაძლებლობაც დარწმუნებული ვარ ჩვენ გვექნება“ – განაცხადა გიგი უგულავამ.
“ ჩვენ არჩეული
მერები უნდა ვიყოთ ხალხის ხმა და ადგილებზე, დიახ გიდებადაც უნდა ვიმუშაოთ და მშენებლებადაც”- თქვა შეხვედრებზე უგულავამ. შეგახსნებთ,რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, 2 ოქტომბრის არჩევნებზე, საარჩევნო ნომრით ,,5’’ იბრძოლებს.