სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 13 09 21

საქართველოში კორონავირუსის 946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. „სინოფარმის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია კვლავ შესაძლებელია. დღეიდან განახლდება კლინიკებში სინოვაკით აცრებიც. აღსანიშნავია ისიც, რომ აცრილებისთვის დღეიდან ლატარიის გათამაშება იწყება, რომლის საპრიზო ფონდი სამ მილიონ ლარამდეა. ფულადი ჯილდო ყოველდღიურად გათამაშდება, მოგებულებს კი პრიზის შესახებ ტელეფონზე შეტყობინება მიუვათ. 24 ათასიც რომ აიცრას ყოველდღიურად, წლის ბოლოსთვის სამიზნე მაჩვენებელზე გავალთ და მეტიც გვექნება. 60 %-ი მოზრდილი მოსახლეობის, მაგრამ 60 %-ზე მეტია საჭირო, რომ უფრო მდგრადი კოლექტიური იმუნიტეტი იყოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, პირველ დოზებზე ჯავშნები თანდათან იკლებს. დღეს ქვეყანაში…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 10 09 21

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 სექტემბერს დღის ბოლოდან 13 სექტემბრამდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა 12 სექტემბერს +21, +26 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 13 სექტემბერიდან დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც +24, +29 გრადუსამდე დათბება. 11 სექტემბერს, შაბათს ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი იქნება, ხოლო ღამით +18, +20 გრადუსი. დროგამოშვებით წვიმას უნდა ველოდოთ. 12 სექტემბერს, კვირას ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი იქნება, ღამით +19, +21 გრადუსი. ღამით მცირე წვიმას უნდა ველოდოთ. 13 სექტემბერს, ორშაბათს ფოთში ჰაერის…

იხილე მეტი
სიახლე 

გაერთიანებულმა ოპოზიციამ, კუნძულის უბნის მაჟორიტარობის კანდიდატად, გიორგი შამუგია დაასახელა. 10.09.2021

9 სექტემბერს გაერთიანებულმა ოპოზიციამ, ფოთში, კუნძულის უბნის მაჟორიტარობის კანდიდატად, ,,ევროპული საქართველო’’-ს  წარმომადგენელი ,გიორგი შამუგია დაასახელა.  წარსდგენა 9 აპრილის ხეივანზე გაიმართა, მას ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ესწრებოდა. შამუგიამ ყურადღება,კუნძულის უბნის ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე გაამახვილა და  ქალქში ,,ძლიერი მმართველობის’’ საჭიროებას გაუსვა ხაზი. „ჩვენი კონკურენტების პროპაგანდა ისეთია, რომ უგულავა ჩამოვიდა იმისათვის, რომ ილაპარაკოს და მერე წავა, არა მეგობრებო, მე აქ ჩამოვედი იმისათვის, რომ დავამარცხო ოლიგარქია“ – განაცხადა ჩვენთან  ინტერვიუში  გაერთიანებული ოპოზიციის, ფოთის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ.   შეგასხენებთ, რომ 2 ოქტომბერს,ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება, რომელსაც ოპოზიცია ,,რეფერნდუმი’’-ს სახელით მოიხსენიებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 10 09 21

საქართველოში კორონავირუსის 2 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვხედავთ, რომ ეპიდვითარება შედარებით გაუმჯობესდა, მძიმე პიკმა გადაიარა, მაგრამ, ასეთი პატარა ქვეყნისთვის, ინფიცირების არსებული რაოდენობაც ბევრია“, – ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე.  რიცხვები მეტყველებს იმაზე, რომ ეპიდსიტუაცია შედარებით სტაბილურდება. მეხუთე ტალღა გამორიცხული არ არის, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ ამ სიტუაციას უნდა დავხვდეთ ვაქცინირებული, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, დევი ტაბიძემ განაცხადა. N14, გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაში, ინტენსიური PCR-ტესტირების ფარგლებში, COVID-19-ის არცერთი შემთხვევა არ გამოვლინდა.დაწესებულებაში, 31 აგვისტოს შემდეგ, კორონავირუსის არცერთი ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა.  ფოთში ბოლო 24…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მოკრივეების წარმატება სერბეთში 10 09 21

30 აგვისტოდან  6 სექტემბრამდე, სერბეთში,კრივის  საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობდა, მასში საქართველოს 10 მოკრივე მონაწილეობდა,მათ შორის 3 ფოთელი ,რომელთაგან ორმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. „13-23 ნოემბერს გავემგზავრებით ევროპის ჩემპიონატზე მონტენეგროში და ვეცდებით, რომ მედლებით დავბრუნდეთ“ – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში  საქართველოს კრივის ნაკრების მწვრთნელმა, გოჩა რუსიამ.

იხილე მეტი

„ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ (R) 10 09 21

„ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ – – ლიბერთი ბანკმა ახალი სტრატეგია და გუნდი  წარადგინა,როლის მიზანია გახდეს უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი, ყველა ასაკისა და საჭიროებების მქონე მომხმარებლისთვის ბანკის სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ძლიერი, მდგრადი და ღია კორპორატიული კულტურის დანერგვას. განსხვავებულ და საინტერესო ჭრილში დავინახოთ ახალი ლიბერთი’ – განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა.

იხილე მეტი
სიახლე 

ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე გუნდთან ერთად შეხვედრას განაგრძობს 09 09 21

„ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე გუნდთან ერთად  წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს, რომლის ფარგლებშიც  ის, ფაზისის, ჭავჭავაძის , დანელიას, 9 აპრილის და გეგიძის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა. კანდიდატის თქმით, მოსახლეობას, ყოველდღიურ რეჟიმში აცნობენ იმ მთავარ პრიორიტეტებს, რაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. ისმენენ მათ მოსაზრებებს, რადგან ყველაზე უკეთ სწორედ მათ იციან, თუ რა საჭიროებები აქვს კონკრეტულ უბანსა თუ ქუჩას. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. „სწორედ მოსახლეობასთან ერთად უნდა დავგეგმოთ ყველა ის პროექტი, რომელიც მომავალში მათ უბანში განხორციელდება, რათა მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ მათი საცხოვრებელი პირობები” -განაცხადა ბექა ვაჭარაძემ. შეგახსენებთ,რომ 2021…

იხილე მეტი
სიახლე 

ყველა საჯარო და კერძო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 4 ოქტომბერს განახლდება 09 09 21

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ყველა საჯარო და კერძო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 4 ოქტომბერს განახლდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორს მაკა ზარანდიას ვესაუბრეთ.  მისი თქმით ფოთის ბაღებში სასწავლო პროცესი კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით განახლდება-   აღმზრდელებს  ყოველ 2 კვირაში, პროტოკოლით გათვალისწინებული კოვიდ ტესტირება ჩაუტარდებათ.  ინტერვიუ აღსანიშნავია, რომ ფოთის №6, №12, №14 №17,ბაღებში ინფრასტრუქრურული სამუშაოები განხორციელდა და   №5 ბაღის მშენებლობა კი დასრულდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 09 09 21

საქართველოში კორონავირუსის 2 455 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალ ტალღებს მომავალი წლისთვის, ახალი წლის შემდეგ უნდა ველოდოთ. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არ გაუმჯობესდება 60 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფების ვაქცინაციის მაჩვენებელი, შემდეგი ტალღა კრიტიკულად საშიში იქნება მათთვის. ალბათ, უმოკლეს დროში მივიღებთ გადაწყვეტილებას 12 წლის ზემოთ მოზარდების ვაქცინაციაზე და ეს დაშვებული იქნება, მაგრამ მანამდეც შეუძლიათ მოგვმართონ ქრონიკული, რისკჯგუფის მქონე პაციენტებმა, – ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ განაცხადა.  სკოლების გახსნის ფონზე, გასულ კვირას, აშშ-ში კორონავირუსი თითქმის 250 ათასს ბავშვს დაუდასტურდა. აღნიშნულ მონაცემებს ამერიკის პედიატრიის…

იხილე მეტი