სიახლე 

გაერთიანებულმა ოპოზიციამ, კუნძულის უბნის მაჟორიტარობის კანდიდატად, გიორგი შამუგია დაასახელა. 10.09.2021

9 სექტემბერს გაერთიანებულმა ოპოზიციამ, ფოთში, კუნძულის უბნის მაჟორიტარობის კანდიდატად, ,,ევროპული საქართველო’’-ს  წარმომადგენელი ,გიორგი შამუგია დაასახელა.

 წარსდგენა 9 აპრილის ხეივანზე გაიმართა, მას ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ესწრებოდა.

შამუგიამ ყურადღება,კუნძულის უბნის ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე გაამახვილა და  ქალქში ,,ძლიერი მმართველობის’’ საჭიროებას გაუსვა ხაზი.

„ჩვენი კონკურენტების პროპაგანდა ისეთია, რომ უგულავა ჩამოვიდა იმისათვის, რომ ილაპარაკოს და მერე წავა, არა მეგობრებო, მე აქ ჩამოვედი იმისათვის, რომ დავამარცხო ოლიგარქია“ – განაცხადა ჩვენთან  ინტერვიუში  გაერთიანებული ოპოზიციის, ფოთის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ.

  შეგასხენებთ, რომ 2 ოქტომბერს,ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება, რომელსაც ოპოზიცია ,,რეფერნდუმი’’-ს სახელით მოიხსენიებს.

მსგავსი სტატიები