სიახლე 

ფოთში მრავალპროფილური მოსამზადებელი სკოლა გაიხსნა 02 09 21

ფოთში მრავალპროფილური მოსამზადებელი სკოლა გაიხსნა,რონელშიც მსურველებს სხვადასხვა მიმართულებებით ცოდნის გაღრმავება შეეძლებათ,როგორებიცაა: საოფისე პროგრამების,ბუღალტერია, ქართული რეწვა, წინასასკოლო მოსამზადებელი კურსები და სხვა.მოსამზადებელი სკოლა მოსწავლეებს, მსმენელებს და პედაგოგებს ერთ სივრცეში მომზადების საშუალებას მისცემს.აღსანიშნავია,რომ მისამზადებელ ცენტრში, გამოცდების მოდელირებული ტესტირებები და წინასაგამოცდო სტრესის მოსახსნელად ფსიქოლოგთან შეხვედრები იგეგმება.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირეებით ჩვენ სკოლის დამფუძნებელს თამარ ფაჩულიას ვესაუბრეთ.შეგახსენებთ,რომ მოსამზადებელ სკოლაში, რეგისტრაცია დაწყებულია და ნებისმიერ კურსზე ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსებაა შესაძლებელი.

იხილე მეტი
სიახლე 

N70-ე საოლქო საარჩევნო კომისიას პარტია ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” განცხადებით მიმართა 02 09 21

ფოთში, 70-ე საოლქო- საარჩევნო კომისიას პარტია ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” განცხადებით მიმართა. მათ იქ წარადგინეს ყველა ის საჭირო დოკუმენტაცია, რაც მერობის, მაჟორიტარი კანდიდატებისა და პარტიული სიის რეგისტრაციისთვისაა საჭირო. საოლქო- საარჩევნო კომისიამ აღნიშული დოკუმენტების შესწავლა უკვე დაიწყო. შეგახსენებთ, ფოთში ოპოზიციის ნაწილის მეობის კანდიდატი, თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავაა

იხილე მეტი
სიახლე 

პარტია “ლელო საქართველოსთვის” საოლქოში დარეგისტრირდა 02 09 21

პარტია“ლელო საქართველოსთვის” საოლქოში დარეგისტრირდა. პარტიამ პროპორციული სია ცესკოში შეიტანა და კანდიდატების წარსადგენად პრეზენტაციას გეგმავს. “გუშინ შევიტანეთ და 4 საათზე დიდი ალბათობით დაგვარეგისტრირებენ, იმედი მაქვს, რაიმე პრობლემა არ გვექნება ამ მიმართულებით” – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში პარტია “ლელო”-ს ადგილობრივი ორგანიზაციის თავჯდომარემ, მაია ჩხარტიშვილმა. შეგახსენებთ, რომ პარტიამ“ლელო საქართველოსთვის” პროპოციული სია საოლქში შეიტანა და პასუხის მოლოდინშია.

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს ,,კეფალის ფესტივალი“-ს ორგანიზატორი დააჯილდოვეს 02 09 21

დღეს ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ზურაბ ტიბუამ ,,კეფალის ფესტივალი”-ის დამფუძნებელი ნანა ტრაბიძე,მადლობის სიგელით დააჯილდოვა. ზურაბ ტიბუას თქმით ,,კეფალის ფესტივალი” ფოთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყო ღონისძიებაა,როგორც ფესტივალის ორგანიზატორი და ტურიზმის ექსპერტი ნანა ტაბიძე აღნიშნავს,მისთვის ეს ჯილდო მოულოდნელი და სასიხარულოა ინტერვიუები აღსანიშნავია,რომ ღონისძიებიე ორგანიზატორები სამომავლოდ არაერთ აქტივობას. გეგმავენ.შეგახსენებთ,რომ რომ ,,კეფალის ფესტივალი” უკვე 4წელია რაც არსებობს და კოვიდ პანდემიის გამო, ის ორჯერ ონლაინ ფორმატში ჩატარდა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონა ვირუსის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 02 09 21

საქართველოში კორონავირუსის 3 212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბავშვების აცრას განვიხილავთ, მაგრამ არა 12 წლის ქვემოთ. ველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებებს. გვაქვს შიდა კონსულტაციებიც, განვიხილავთ ბევრი ქვეყნის მაგალითს და ვფიქრობთ ამაზე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.ანაკლიაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამატებითი სივრცე გაიხსნა, სადაც მოსახლეობას აცრა ადგილზე, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეეძლება.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზა მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის შეიძლება გახდეს საჭირო, როდესაც იმუნიტეტის შემცირების მტკიცებულება არსებობს.ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო პერორალური პრეპარატის პაციენტებზე…

იხილე მეტი
სიახლე 

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფოთში, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების კანდიდატები წარადგინა

გუშინ ფოთში ,”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ” და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გიგი უგულავას,შინაგან საქმეთა სამინისტრომ,რეგისტრაციის ცნობის გაცემაზე უარი უთხრა. უგულავა დეტალების გასარკვევად მომსახურების სააგენტოში თავად მივიდა. “ის, რასაც დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს, დაახლოებით არის იგივე, როგორც იქცევა ბელარუსის შსს და მთავრობა, ასევე რუსეთი, როდესაც რეგისტრაციის საშუალებას არ აძლევენ ოპოზიციის კანდიდატებს” განაცხადა ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ფოთში. დღეს კი უგულავას შსს-მ რეგისტრაციის ცნობა მისცა.  ფაქტის ამსახველ დოკუმენტს ის Facebook-ზე აქვეყნებს წარწერით “როგორც ეროვნული მოძრაობის დროს ამბობდნენ კრემლმა უკან დაიხია. საბუთი ანუ ჯადო ჩემს ხელშია. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე”, ამასთან დღეს უგულავამ, ფოთში…

იხილე მეტი
სიახლე 

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია 01 09 21

გამოცდებისა და შეფასების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტების ჩარიცხვის და გრანტების გადანაწილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის რესურსს ცენტრის უფროსს გოჩა ქორქიას ვესაუბრეთ. მისი განცხადებით ფოთში სულ 387 კურსდამთავრებულიდან 288 სტუდენტი გახდა, ხოლო 58 სახელმწიფო გრანტის მფლობელია. 100%გრანტი 9 სტუდენტმა მოიპოვა, 70% -იანი, 6 აბიტურიენტმა, ხოლო 50% გრანტი 43 აბიტურიენტმა.  აღსნიშნავია რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად, მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები მიმდინარეობდა, შედეგები ეტაპიობრივად გახდება ცნობილი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონა ვირუსის 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 01 09 21

საქართველოში კორონავირუსის 3 886 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ყველა უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში იწყებს, ერთადერთი გამონაკლისია მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური მეცადინეობები, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ბრიგინგზე განაცხადა. „პარლამენტის თანამშრომლების დაახლოებით 70% უკვე აცრილია, რაც კარგი შედეგია, თუმცა პროცესი მიმდინარეობს და იმედია მალე სრულად დავასრულებთ ვაქცინაციას, რაც უმნიშვნელოვანესია, – ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა. ამ ეტაპზე პატიმრების 70% და თანამშრომლების 80% უკვე აცრილია და ჩვენ ვგეგმავთ, რომ ვაქცინაციის პროცესი სრულად სექტემბრის თვეში დავასრულოთ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი…

იხილე მეტი