სიახლე 

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფოთში, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების კანდიდატები წარადგინა

გუშინ ფოთში ,”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ” და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გიგი უგულავას,შინაგან საქმეთა სამინისტრომ,რეგისტრაციის ცნობის გაცემაზე უარი უთხრა. უგულავა დეტალების გასარკვევად მომსახურების სააგენტოში თავად მივიდა. “ის, რასაც დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს, დაახლოებით არის იგივე, როგორც იქცევა ბელარუსის შსს და მთავრობა, ასევე რუსეთი, როდესაც რეგისტრაციის საშუალებას არ აძლევენ ოპოზიციის კანდიდატებს” განაცხადა ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ფოთში. დღეს კი უგულავას შსს-მ რეგისტრაციის ცნობა მისცა.

 ფაქტის ამსახველ დოკუმენტს ის Facebook-ზე აქვეყნებს წარწერით “როგორც ეროვნული მოძრაობის დროს ამბობდნენ კრემლმა უკან დაიხია. საბუთი ანუ ჯადო ჩემს ხელშია. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე”,

ამასთან დღეს უგულავამ, ფოთში ,”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ” საარჩევნო სია და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა,მისი თქმით ,მიუხედავად იმისა,რომ სიის ფორმირებისას აზრთა სხვადასხვაობა იყო, კონსენსუსი შესაძლებელი გახდა და დღეს საზოგადოებას მან კანდიდატბი წარუდგინა.

პარტიული სიის პირველი ექვსული შემედგნაირად გამოიყურბა : 1.დარეჯან ცხვიტარია 2.დავით ხომერიკი 3.პაატა ჩაგანავა 4.ანი ჯოჯუა 5.მიხეილ ფირცხალავა  6.დავით ბასილაია

შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ერთიანი ნაციოანლური მოძრაობა“ და ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა,, 5’’ ნომრით იბრძოლებს.

მსგავსი სტატიები