სიახლე 

შპს „ტაჰალგრუპი“განცხადებას ატარებს 11 06 21

ფოთში შ.პ.ს ,,ტაჰალ გრუპი’-ს’, რომელიც გამანაწილებელი საინჟნრო ობიექტების მშენებლობას აწარმოებს დროებით მუშაობა შეჩერებული აქვს. დღეს შ.პ.ს. ,,ტაჰალ გრუპი ‘’-მა ბ.ვ. საქართველოს ფილიალმა განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ,,ვინაიდან და რადგანაც უამრავი კითხვა არსებობს ტაჰალ გრუპის, ბ.ვ საქართველოს ფილიალის მუშაობის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით,გვინდა განვმარტოთ ის მიზეზები,რამაც გამოიწვია დროებით მუშაობის შეჩერება. პირველ რიგში პროექტის ტექნიკური საკითხების, ასევე საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან არსებულ პროექტში შეტანილი ცვლილებების გამო, მოხდა ტაჰალ გრუპის მუშაობის დროებით შეჩერება. დამატებით გაცნობებთ,რომ ყველა ტექნიკური საკითხი შეთანხმებულია და შემდეგი კვირიდან სამუშაოები განახლდება’’ტაჰალ გრუპი , ბ.ვ საქართველოს ფილიალი ქალაქ ფოთის მოსახლეობას ბოდიშს უხდის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონა ვირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 11 06 21

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 695ადამიანს დაუდასტურდა, მივიღეთ დაპირება, რომ ვაქცინების კუთხით ლიეტუვა დაგვეხმარება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედანთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მივიღეთ დაპირება, რომ ვაქცინების კუთხით ლიეტუვა დაგვეხმარება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედანთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 10 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.84 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 2.67%, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 2.44%. გერმანიაში კოვიდსიტუაციის ბოლოდროინდელი გაუმჯობესება სასიამოვნო ფაქტია, თუმცა პანდემია არ დასრულებულა და ე.წ. ინდური ვარიანტის გავრცელება შეშფოთებას…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 21 06 21

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 11 – 14 ივნისს დასავლეთ საქართველოს რაიონებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. შავი ზღვის კურორტებზე თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 12 ივნისს, შაბათს ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი, ხოლო ღამით +16, +18 გრადუსი იქნება. დღე ცვალებადი ღრუბლიანობით და უნალექოდ ჩაივლის. 13 ივნისს, კვირას ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი, ღამით +16, +18 გრადუსი იქნება. დღის პირველ ნახევარში ხანმოკლე წვიმას, ღამით კი ბურუსს უნდა ველოდოთ. 14 ივნისს, ორშაბათს ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი, ღამით კი +18, +20 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ზღვის წყალი საერთაშორისო ნორმებს აკმაყოფილებს 10 06 21

ზღვის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით ლაბორატორიული კვლევის ცენტრმა ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი დაიწყო და წყლის ნიმუშები აიღო, ცენტრის დირექტორის გია რუხაძის ინფორმაციით, სანაპიროზე ზღვის წყლის სინჯი 4 სხვადასხვა ადგილიდან მალთაყვის ძველი და ახალი პლიაჟიდან, გრეიფუტის და კუნძულის უბნის პლიაჟებიდან აიღეს. წყალს ქიმიური და მიკრობიოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდა და შედეგები დღეისთვის ცნობილი გახდა.აღსანიშნავია,რომ ფოთის ზღვის წყალი საერთაშორისი ნორმების მოთხოვნებს სავსებით აკმაყოფილებს. კვლევები მთელი სეზონის განმავლობაში გაგრძელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

მსოფლიო ჩემპიონი, ლაშა შავდათუაშვილი სამშობლოში დაბრუნდა 10 06 21

მსოფლიო ჩემპიონი, ლაშა შავდათუაშვილი სამშობლოში დაბრუნდა, სპორტსმენს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, ახლობლები და გულშემატკივრები დახვდნენ, ბუდაპეშთტში გამართულ წლის პრესტიჟულ ტურნირზე ლაშა შავდათუაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ფინალში შვედი ტომი მაციასი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს კარიერაში პირველად დაეუფლა, დღეს კი მედლები მამაკაცთა შორის 90, ხოლო ქალთა შორის 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდება და საქართველოს ნაკრების ღირსებას ბექა ღვინიაშვილი და მარიამ ჭანტურია დაიცავენ. „რთული მსოფლიო ჩემპიონატი იყო, დიდიხანია ამისთვის ვემზადებოდი, მე ბედნიერი ვარ, რომ მაქვს სამივე ტიტული, წინ კიდევ დიდი გეგმებია და მიზნები,…

იხილე მეტი
სიახლე 

პრემიერ-მინისტრმა ნამახვანჰესის მშნებლობაზე განცხადება გააკეთა 10 06 21

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ნამახვანჰესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა“რაც შეეხება ნამახვანის პროექტს, მოგეხსენებათ, ეს პრობლემა მემკვიდრეობით დამხვდა და მე ამაზე აქტიურად ვმუშაობ; იმ პირობებით, რა პირობებითაც ახლა ეს პროექტი არის და დაგვხვდა ის პირობები, 100 წელი და ა.შ. შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით პროექტს არ გავაგრძელებთ,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას მალევე უპასუხა ვარლამ გოლეთიანმა „შინაარსობრივად ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გაკეთება ვხედავთ, რომ გრძელდება, არ აქვთ როგორც ჩანს თვითონ გუნდს საერთო პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ”შეგახსენებთ, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია უკვე 200 დღეზე მეტია მიმდინარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ 10 06 21

ფოთში, მალთაყვაში,ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა,თვითმხილველთა თქმით , მამაკაცი წელამდე წყალში იყო,რა დროსაც ის დინებამ გაიტაცა. სამაშველო სამუშაოებში მაშველებთან ერთად 2 მცურავი საშუალებაც მონაწილეობს, თუმცა ზღვაში გაუჩინარებული 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სამძებრო სამუშაოები შეტყობინების მიღებიდან ამ დრომდე მიმდინარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონა ვირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 10 06 21

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 705 ადამიანს დაუდასტურდა, „სინოვაკის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა 14-28 დღის ინტერვალით კეთდება. უწყების ცნობითვე, ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინა, „სინოფარმის“ მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივირებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 411 ფაქტი გამოვლინდა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 705 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო – ზემო სვანეთი – 78 შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად რუხის კლინიკაში იმყოფება – 124…

იხილე მეტი