სიახლე 

კოლეჯ „ფაზისს“ ახალი სასწავლო პროგრამები დაემატა 17 06 21

ფოთში მდებარე კოლეჯი ,,ფაზისი’’ გრძელვადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პარალელურად,მოკლევადიანი გადამზადების პროფესიულ პროგრამებს ინტენსიურად ახორციელებს.
კოლეჯში არსებულ სიახლეებზე ჩვენ ..ფაზისი’’-ს დირექტორს ნინო ბაკურაძეს ვესაუბრეთ. მისი განცხადებით კოლეჯი ,,ზრდასრულთა განათლების პროგრამა’’-შია ჩართული ,რაც მოსახლეობას, შესაძლებლობას აძლევს მოკლე ვადებში განივითარონ პროფესიული უნარები სხვადასხვა მიმართულებებით, რაც შესაბამისად ზრდის დასაქმების შანსებს.
კურსდამთავრებულებს დიპლომი გადაეცემათ ,რომელიც საჯარო სკოლის ატესტატთანაა გათანაბრებული. მოკლევადიანი პროგრამები პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მიმდინარეობს.
კოლეჯი “ფაზისი”, 10 ივნისს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე წარსდგა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება ორ ლოკაციაზე მოიპოვა,რაც ფოთის მერიასა და კოლეჯ ფაზისს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

მსგავსი სტატიები