ფოთში რიონის დონემ მომიმატა
მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარე რიონზე წყლის დონის მომატება გამოიწვია,თუმცა ამ დროისთვის დატბორვის საფრთხე არ არსებობს.მდინარე რიონზე გახსნილია მხოლოდ 4 რაბი (შლუზი),დანარჩენების გახსნა ტექნიკური გაუმართაობის გამო ვერ ხერხდება.. ადგილზე მობილიზებულია როგორც სამაშველო, საპატრულო ,ასევე მერიის ყველა შესაბამისი.„ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მიმდინარეობს მუშაობა პრობლემის თავიდან ასაცილებლად. ბოლო ინფორმაციით, წყლის დონე იკლებს. ჰიდროკვანძის მეშვეობით ვახერხებთ წყლის დონის რეგულირებას. ფოთისა და ხობის დატბორვის საშიშროება ამჟამად არ არსებობს“,- აცხადებენ ხელისუფლების წარმომადგენლები.
პრობლემას ართულებს ის რომ ჰიდროკვანძის მომსახურე სამსახური გაუქმებულია, თვითონ ნაგებობა კი ჩვენი ინფორმაციით არც ფოთის და არც ხობის ადგილობრივი თვითმართველობის ბალანსზე არ არის და მისი სარეაბილიტაციო სამუშაოები ვერ ხერხდება, რის გამოც ყოველი წაყლდიდობის დროს მოსახლეობას საფრთხე ემუქრება.