სიახლე 

ფოთის მე-4 სკოლის ფეხბურთელები ნახევარფინალში გავიდნენ

საქართველოს მაშტაბით მინი ფეხბურთში საქართველოს თასის გათამაშება მიმდინარეობს,რომლებშიც საჯარო სკოლების ვაჟთა გუნდები მონაწილეობენ. ფოთსა და ზუგდიდში ჩატარებულ საქალაქო და რეგიონალურ შესარჩევ ტურნირებში ფოთის მე-4 საჯარო სკოლის გუნდმა “თავდადებულმა“ წარმატებით იასპარეზა და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.კვარიათში, ხელვაჩაურის სტადიონზე გუნდებს შორის შეჯიბრში მეოთხე სკოლელებმა, ლიდერის პოზიცია დაიკავეს და მეოთხედფინალში, ყველაზე მაღალი შედეგით, 7 ქულით გადავიდნენ. დღეს დილით გამართული თამაში ისევ „თავდადებულების “ გამარჯვებით დასრულდა.ფოთელებმა თბილისის 146 სკოლის გუნდი, ანგარიშით ორით ერთი დაამარცხეს.მეოთხე სკოლელების ფინალური შეხვედრების დეტალებს,ხვალ შემოგთავაზებთ.

 

 

მსგავსი სტატიები