სიახლე 

ფოთში საჭადრაკო ფესტივალი დაიწყო

ფოთის საჭადრაკო სკოლაში საჭადრაკო ამოცანების კონკურსი დასრულდა.საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები,ფოთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს. 17 ივნისს კი საჭადრაკო ფესტივალი „ზაფხული 2017“ დაიწყო, მასში საჭადრაკო სკოლის 70-მდე მოსწავლე მონაწილეობს. ტურნირში გამარჯვებულები , საჭადრაკო სკოლის მიერ დაწესებული ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. ხოლო 9 და 7 წლამდე ასაკის გოგონებში და ჭაბუკებში, საპრიზო ადგილებზე გასულებს, დიპლომები და საჩუქრები გადაეცემათ.

 

 

მსგავსი სტატიები