ფოთში ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან
დღეს ფოთის სკოლებში მე-11 კლასელებისათვის 2017 წლის საატესტატო გამოცდები დასრულდა, გამოცდები ელექტრონული ფორმით მიმდინარეობდა.3 ივლისიდან დაიწყება და 26 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება აბიტურიენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდები. 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბიტურიენტებთან ერთად მასწავლებლები საგნობრივ და პროფესიულ კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებს ჩააბარებენ.
როგორც შარშან ერთიანი ეროვნული გამოცდები და მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება.