პატიმრის ახლობლებმა გზა გადაკეტეს
საპროტესტო აქცია ფოთში. რამდენიმე წუთის განმავლობაში ქალაქში ბლოკირებული იყო ცენტრალური აღმაშენებლის ქუჩა. საპროტესტო აქცია პატიმარ რუსლან გუგუნავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მოაწყვეს. ისინი მთავრობას ყურადღებას სთხოვენ. გუგუნავას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პატიმარი გლდანის ციხის თანამშრომლებმა მას შემდეგ სცემეს, რაც გუგუნავამ სხვა მსჯავრდებულებზე ზეწოლის ფაქტი გააპროტესტა. ნაცემმა გუგუნავამ სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა. ამის შემდეგ კი იგი ქუთაისის მე-2 საპყრობილეში გადაიყვანეს, პატიმრის დის ფიქრია გუგუნავას განცახდებით ახლა მის ძმაზე ციხის ადმინისტრაციისგან მუქარები ხორციელდება. მისივე ინფორმაციით პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა. ოჯახი აცხადებს რომ თუ საკითხით არავინ დაინტერესდება, ისინი საპროტესტო აქციას ისევ მოაწყობენ.

