ფოთის შემოსასვლელში ხიდის მშენებლობის პროექტის პრეზენტაცია
აზიის განვითარების ბანკის პროგრამის (SUTIP) ფარგლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს გზების დეპარტამენტთან ერთად მდინარე რიონზე გეგმავს ხიდის მშენებლობის და ფოთის ურბანულ ცენტრთან და პორტის ნაგებობასთან მისასვლელი გზების რეაბილიტაციის განხორციელებას.ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა მოხდება თბილისი-სენაკი-ფოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში.იგი მნიშვნელოვანად გაზრდის არსებული გზის გამტარუნარიანობას და უზრუნველყოფს ფოთთან შეუფერხებელ კავშირს ჩრდილოეთის მხრიდან.