ფოთში სისხლის დონაციის აქცია გაიმართა
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სისხლის დონაციის აქცია „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ გაიმართა.აქციაზე 70-მდე მოხალისე დონორმა გაიღო სისხლი, რომელიც რეგიონის მასშტაბით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მკურნალობას მოხმარდება.
აქცია „ქართული ოცნების“ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის ორგანიზებით ჩატარდა.

