სიახლე 

ფოთელი მოჭადრაკეების მორიგი წარმატება

ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი ფოთის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეთა ბრწყინვალე შედეგით დასრულდა. 
12 წლის ჭაბუკთა ტურნირის გამარჯვებული თეიმურაზ კვიკვინია გახდა. 10 წლის ჭაბუკთა შორის ასევე პირველი ადგილი კახაბერ კიზირიამ დაიკავა. 12 წლის გოგონათა შორის ვერცხლის მედალოსანი ელენე წოწონავაა.8 წლის ჭაბუკთა შორის მე-3 ადგილი ლუკა წურწუმიას ერგო.ხოლო მე-4 საპრიზო ადგილები ნინო სოლომონიამ, გიორგი კვარაცხელიამ და ბარბარე კულუამ მოიპოვეს

მსგავსი სტატიები