ფოთის ბაზრის მოვაჭრეების მორიგი აქცია
15 ივლისს ფოთის ცენტრალური მაგისტრალი დაახლოებით 10 წუთის მანძილზე იყო გადაკეტილი.ბაზარში დამწვარი მაღაზიების მეპატრონეების მიერ მოწყობილი ცოცხალი ჯაჭვი,პოლიციამ ძალის გამოყენებით დაარღვია.აქციის რამდენიმე მონაწილემ შეუძლოდ იგრძნო თავი და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო,მოვაჭრეები გამოძიების დროულად დასრულებას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ