სიახლე 

ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი გრძელდება

ფოთის საერთაშორისო საჭადაკო ფესტივალში 14 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს. A ტურნირი ფოთის საჭადრაკო სკოლაში მიმდინარეობს. B, C, D და ასაკობრივი ტურნირები კი „მონოპოლის“დარბაზში.მე-4 ტურნირის მონაცემებით,A ტურში ირანელი მოჭადრაკე ლიდერობს.ასევე ლიდერთა ჯგუფში საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრთან მიხეილ მჭედლიშვილთან ერთად დავით ბენიძე და გიორგი სიბაშვილი მოხვდნენ. A ტურში სულ 12 საერთაშორისო დიდოსტატი,8 საერთაშორისო ოსტატი და 15 ფიდეს ოსტატი ასპარეზობს

მსგავსი სტატიები