მე-15 საჯარო სკოლის საქველმოქმედო აქცია
დღეს მე 15 საჯარო სკოლის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია მოეწყო. სკოლის მე 6 ა და ბ კლასის მოსწავლეები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს სტუმრობდნენ და მათ იქ მყოფ ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები მიუტანეს. ორგანიზატორები მსგავსი საქველმოქმედო აქციების მოწყობას სამომავლოდაც გეგმავენ. მე 6 ა კალსს მარინა შამათავა, ხოლო მე 6 ბ კლასს ეკატერინე ზახლებნაია ხელმძღვანელობენ.

