ფოთში„ რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი“ გაიხსნა
21 ივლისს, ფოთში „ რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი” გაიხსნა. ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მაყურებლის წინაშე სოხუმის თეატრი პრემიერით წარსდგა. დასმა ფოთის თეატრის მსახიობ ჯანო იზორიასთან ერთად რეჟისორ დავით საყვარელიძის სპექტაკლი, ხანოს ლევინის „იაკიში და პუპჩე“ დადგა.

