სიახლე 

ფოთში წინა საარჩევნო სამზადისი დაიწყო

ფოთში მერობისა და მაჟორიტარი კანდიდატები ოფიციალურად ჯერჯერობით ევროპულმა საქართველომ დაასახელა.სხვა პარტიებს ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.დემოკრატიული მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის ოფისში აცხადებენ რომ პარტიაში კონსულტაციები მიმდინარეობს.როგორც სევერიან შენგელიამ აღნიშნა დემოკრატიულ საქართველოსა და პარლამენტს გარეთ დარჩენილ ოპოზიციას შორის ალიანსის შემთხვევაში , ამომრჩეველს ერთობლივ კანდიდატს შესთავაზებენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივ ორგანიზაცია.კანდიდატების ოფიციალურ დასახელებას აგვისტოს დასაწყისში გეგმავს,დარეჯან ცხვიტარიას განცხადებით ისინი საზოგადოებას პარტიის ახალ სახეებს წარუდგენენ.

მსგავსი სტატიები