რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალის დაიხურვა
დასრულდა რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი,დახურვის ცერემონიალი საზეიმო ვითარებაში ფოთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.ფესტივალზე ფოთის თეატრი ორ ნომინაციაში დაჯილდოვდა:რევაზ ინანიშვილის სახელობის პრემია “ალალე“ – სპექტაკლში “დიქტატურა“ – მოქალაქეს როლის საუკეთესო შესრულებისათვის ჯანო იზორიას გადაეცა.ასევე ნომინაციაში ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლი ,ფოთის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი „დიქტატურა“ დასახელდა.სპექტაკლის რეჟისორი დავით მღებრიშვილი გახლავთ.