2015 წლის ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი მიღებულია
2015 წლის ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი მიღებულია. 13 მომხრე და 2 წინააღმდეგი, დღეს საკრებულოს სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. მოწინააღმდეგეები საკრებულოს „ ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გიორგი შამუგია და ირაკლი დუნდუა იყვნენ. მომავალი წლის ბიუჯეტი 15 მილიონ 11 ათასი ლარით განისაზღვრა. ქალაქის საფინასო ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი მომავალი წლის გეგმებზე საუბრობს.

