ფოთის თეატრის მორიგი გასტროლი პოლონეთში
ფოთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი გასტროლებზე პოლონეთში მიემგზავრება.მსახიობები საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში ჟიურის წინაშე, დავით მღებრიშვილის სპექტაკლით „ ყვითელი დღეებით“ წარსდგებიან.ფოთის თეატრი ამ ფესტივალში უკვე მეორედ მიიღებს მონაწილეობას.შარშან მსახიობებს რამაზ იოსელიანს და ჯანო იზორიას, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის,ფესტივალის მთავარი პრიზი გადაეცათ.