ზურაბ ტიბუა-კრივის საერთაშორისო ინსტრუქტორი
კრივის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, საქართველოს კრივის მსაჯთა კოლეგიის თავმჯდომარეს, ფოთის სპორტის სამსახურის ყოფილ უფროსს ზურაბ ტიბუას, კრივის საერთაშორისო ინსტრუქტორის წოდება მიენიჭა.ზურაბ ტიბუა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელების – ტარიელ ვერულაშვილისა და ოთარ ზებულაშვილის შეგირდი გახლავთ,მან ოთხმოცდაათიან წლებში,საერთაშორისო რინგზე სამართლიანი მსაჯის სახელი დაიმკვიდრა.

