სიახლე 

ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ მე-3 დღე 30 08 17

ოლიმპიადის გახსნა, გუნდური თამაშები, ტრენინგები, ეს იმ აქტივობების მცირე ჩამონათვალია, რაც ანაკლიის მომავლის ბანაკის სტუმრებს მესამე დღეს ელოდათ.300 ამდე ახალგაზრდა საკუთარ გუნდებში, ერთ მუშტად შეიკრა და გამარჯვებისთვის ბრძოლა დაიწყო, მინიშნებების მოპოვების შემდეგ კი დროის ყველაზე მცირე მონაკვეთში მისი შესრულების ჯერიც დადგა. გუნდურ თამაშებში გამარჯვება მეცხე რაზმმა მოიპოვა.სპორტული აქტივობების შემდეგ ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდა ეკოლოგიურ საკიტხებზე ტრენინგი მოესმინათ, როგორ დავიცვათ ბუნება და საკუთარი თავი ეკოტურიზმის დროს, საინტერესო რჩევები დარგის სპეციალისტისგან მოისმინეს.ნიჭის ზეიმი და საოცარი სანახაობა ელოდათ მომავლის ბანაკის სტუმრებს დღის ბოლოს, როდესაც ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალი გაიმართა, შემთხვევითი პრინციპით გადანაწილებული 12 გუნდი და 12 ქვეყანის წარდგენა, საღამო დაუვციწყარი ემოციებით დასრულდა.

მსგავსი სტატიები