სიახლე 

ახალი სასწავლო წელი ფოთის საჭადრაკო სკოლაში

ფოთის საჭადრაკო სკოლაში ახალი 2017-2018 სასწავლო წელი დღეს დაიწყო. დავით კოდუას განცხადებით, სკოლის ოთახებს უკვე ჩაუტარდა მცირე სარემონტო სამუშაოები. მისივე თქმით, საჭადრაკო სკოლაში მოსწავლეთა მიღება გრძელდება. ფოთის საჭადრაკო სკოლა ასევე აქტიურად ემზადება ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის, რომელიც 4-15 სექტემბემბერს, რუმინეთის ქალაქ მამაიაში გაიმართება. ევროპის ტურნირში გამარჯვებული მოჭადრაკეები ფულადი პრიზებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდებიან.
 

მსგავსი სტატიები