ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ მე-6 დღე
ანაკლიის მომავლის ბანაკში ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? გაიმართა, მონაწილეებს რთულ შეკიტხვებზე მოუწიათ პასუხის გაცემა, თამაში საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა, გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ მე-12 კითხვაზე გაირკვა.
დღის აქტივობების შემდეგ გამოსამშვიდობებელი საღამოს ჯერი დადგა, 12 გუნდი და თორმეტი კუთხე, საქართველოს კულტურისა და ტრადიციების წარმოდგენასთან ერთად, უცხოელმა სტუმრებმა საკუთარი ქვეყნების პრეზენტირებაც გააკეთეს, ბანაკის ბოლო დღე ემოციური დამშვიდობებით დასრულდა.