სიახლე 

ფოთში სანიაღვრე არხების დასუფთავება მიმდინარეობს

ნინოშვილის უბანში სანიაღვრე არხებთან დაკავშირებით გადაღებულ ჩვენს სიუჟეტს გამოხმაურება მოჰყვა.ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ შ.პ.ს. „ტოტალმა“,რომელსაც ქალაქში სანიაღვრე არხების მოვლა პატრონობა ევალება, მოსახლეობის ბრალდება უარყო და განაცხადა რომ არხები გეგმიურად წელიწადში ერთხელ იწმინდება.შეგახსენებთ, ნინოშვილის უბნის მცხოვრებლებმა, ყოველი ძლიერი წვიმის დროს, საცხოვრებელი სახლების ეზოების დატბორვის მიზეზად, მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხები დაასახელეს,რომლებიც მათი თქმით 3 წელია არ გაწმენდილა.

მსგავსი სტატიები