ამერიკის ელჩის მოადგილეს ვიზიტი ფოთში
საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფოთის ბაზას, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე, ელიზაბეტ რუდი ეწვია. ელჩის მოადგილე აშშ–ს დახმარების პროგრამის ფარგლებში, ადგილზე არსებულ მდგომარებას გაეცნო და დანადგარები დაათვალიერა.

