სიახლე 

ხელისუფლება „ნაციონალების“ მიერ კერძო საკუთრების ხელყოფის ფაქტზე საუბრობს

ობიექტი რომელზეც 5,2 მილიონი ლარი დაიხარჯა უკვე მეორე წელია, უფუნქციოდ დგას. მაღალტექნოლოგიური გამწმენდი ნაგებობა, გათვლილია დიდ სამუშაო წარმადობაზე, რომლის მინიმალურ მაჩვენებელსაც კი, როგორც ირკვევა, ფოთი ვერ უზურნველყოფს. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, მალთაყვის ტერიტორიაზე მშენებარე 30 სახლიანი საცხოვრებელი უბნისთვის საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ბლოკ-ჯორჯია“-მ 2012 წელს ააგო. დოკუმენტებით დასტურდება, რომ ტერიტორია, რომელზეც იგი აშენდა მარინა ვაშაკიძის, არჩილ ხუნწარიასა და გიორგი ხუნწარიას მფლობელობაშია. მათი ადვოკატის ხათუნა დადიანის განცხადებით, ობიექტი კერძო მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე აიგო და საკუთრების ხელყოფის ფაქტზე აღძრულია
სისხლის სამართლის საქმე.

მსგავსი სტატიები