სიახლე 

გაეროს მოდელირების ასოციაციის ფოთის რეგიონალური კონფერენცია გაიმართა 14 05 18

12-დან 14 მაისის ჩათვლით საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაციის ფოთის რეგიონალური კონფერენცია გაიმართა. დელეგატებმა და ხელმძღვანელობამ ერთმანეთს გააცნეს პრობლემები და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. მონაწილეებმა ერთმანეთს დაუკავშირეს პრობლემები და ისინი ერთ ჭრილში განიხილეს. საკითხის კიდევ ერთხელ გააზრებისა და დელეგატების მიერ საერთო შეხედულებების დაფიქსირების შემდეგ, კომიტეტმა დაიწყო რეზოლუციის წერა. რეზოლუციის, „ბლოქჩეინ სისტემის დანერგვა და მოსალოდნელი შედეგები მსოფლიო ეკონომიკაზე“,შედგენისას კომიტეტმა იხელმძღვანელა რეზოლუციამდელი სესიებით,თემის მიმოხილვითა და დაგროვილი ცოდნით. ანალოგიურად მოხდა სხვა თემების შესახებ რეზოლუციების მომზადებაც. აღნიშვნის ღირსია კომიტეტებში მიმდინარე გუნდური მუშაობა. საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაციის ფოთის რეგიონალური კონფერენციის მონაწილეებს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია შეხვდნენ. ორგანიზატორთა წარდგინებით , მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ კონფერენციის ორ აქტიურ მონაწილეს, საჩუქრები გადასცეს და ადგილობრივ თვითმმართველობაში მოიწვიეს. ისინი ერთი დღე ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობას დააკვირდებიან და სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან.  საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაციის მიზანია არაფორმალური განათლების გზით ჩართოს ნიჭიერი ახალგაზრდობა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. კონფერენციას 200-მდე დელეგატი დაესწრო.

 

მსგავსი სტატიები